კლიმატის მწვანე ფონდი (GCF)

კლიმატის მწვანე ფონდი (GCF)

კლიმატის მწვანე ფონდი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) საფუძველზე შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებისადმი გლობალური რეაგირების პარადიგმის ცვლილებას. მისი მისია მდგომარეობს კლიმატის ცვლილების გამოწვევების დაძლევაში, სახსრების იმ ზომით მობილიზაციის მეშვეობით, რათა მოხდეს მათი ინვესტირება დაბალ ემისიურ და კლიმატისადმი მედეგ განვითარებაში.

კლიმატის მწვანე ფონდი წარმოადგენს UNFCCC-ის ფინანსური მექანიზმის მოქმედ ორგანოს, და სხვა საქმიანობებთან ერთად მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერას, რათა მათ განახორციელონ პარიზის შეთანხმება კლიმატის დაფინანსების ზრდადი გარემოს ფარგლებში.

კლიმატის მწვანე ფონდი რესურსების ოპერირებას ახორციელებს მისი აკრედიტირებული საერთაშორისო, რეგიონალური, ეროვნული ან ქვეეროვნული ორგანიზაციების მეშვეობით, და ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ საჯარო, კერძო ან არასამთავრობო სექტორებს. „აკრედიტირებული“ გულისხმობს, რომ ამ ორგანიზაციებმა გაიარეს კლიმატის მწვანე ფონდის აკრედიტაციის პროცესი და აკმაყოფილებენ ფონდის ფიდუციარულ სტანდარტებსა და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.
აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?