ცენტრის შესახებ


2013 წლის 14 მაისს დაარსდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომლის ძირითადი მიზნებია:
 
  • საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა
  • გარემოსდაცვით და აგრარულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის დანერგვა
 
ცენტრის საქმიანობა ეფუძნება “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის” შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციის (ორჰუსის კონვენციის) პრინციპებსა და გაეროს ევროპის ეკონომიკის კომისიის (UNECE) "განათლება მდგრადი განვითარებისთვის" სტრატეგიის ხედვებსა და მიმართულებებს.
 
ცენტრი ხელს უწყობს მდგრად განვითარებას გარემოს კომპონენტებთან დაკავშირებული განათლებისა და  სრულყოფილ ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გზით.
 
EIEC.jpg
 
თებერვალი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
2345678