ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

  ქვეყნის მასშტაბით, 900-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა

ქვეყნის მასშტაბით, 900-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა

ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის,  სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა. 
მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის  გადამზადება 4 ფაზას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც ფერმერები ეცნობიან როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს.

ტრენინგების მესამე ფაზის ფარგლებში მეფუტკრეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: საბოლებლის უსაფრთხო  გამოყენება; ვაროაზე ტესტის ჩვენება, მიღებული შედეგების ანალიზი და მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიების/მეთოდის არჩევა; ფუტკრის ოჯახებად დაყოფა; მთა-ბარობა; დაავადებების იდენტიფიკაცია; ჰოლსტის მეთოდის გამოყენება; ფაროსანას წინააღმდეგ ფერომონების გამოყენება; თაფლის დაწურვის და შენახვის პირობები; საფუტკრის რეგისტრაცია და  სარეგისტრაციო ფურცელის შევსება. 

ტრენინგებში მონაწილეობდნენ მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სწავლებას უძღვებიან მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები.

მეფუტკრე ფერმერების ტრენინგის პირველი ფაზის ფარგლებში 1000-მდე მეფუტკრე, ხოლო ტრენინგის მეორე ფაზის ფარგლებში, 1105 მეფუტკრე გადამზადდა.  თეორიულ სწავლებასთან ერთად, ფერმერებს პრაქტიკული სწავლებებიც ჩაუტარდათ მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების და შესაბამისი გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.

 

საჯარო განხილვები