ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება

2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება

შემუშავდა „2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება”. დოკუმენტი მომზადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობით.

ეროვნული მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება. დოკუმენტი კომპლექსურად აფასებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობას 2018-2021 წლების პერიოდისათვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ფართო საზოგადოებას აწვდის დეტალურ და ზუსტ გარემოსდაცვით ინფორმაციას სექტორების მიხედვით. საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება პირველად 2001 წელს შემუშავდა, რომელშიც ყურადღება იყო გამახვილებული ქვეყნის გარემოსდაცვით სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მათი შესაძლო გადაჭრის გზებზე. 

საჯარო განხილვები