გარემოსდაცვითი პროგრამა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა, რომლის ძირითადი მიზნებია გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციის, დაზიანებული გარემოს მდგომარეობის აღდგენის, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოს კვლევის ღონისძიებების დაფინანსება.
გარემოსდაცვითი პროგრამის მართვის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სათათბირო ორგანო - გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია, რომლის ამოცანაა გარემოსდაცვით პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციების შემუშავება.
გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის პირველი სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გახსნა.
სხდომაზე გარემოსდაცვითი პროგრამის ძირითადი მიზნების, პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისა და კომისიისთვის წარსადგენი წინადადებების კრიტერიუმებისა და განცხადების ფორმის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალება გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა, პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრისა და დაფინანსების თაობაზე კომისიისთვის რეკომენდაციების წარდგენა.
გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის წევრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კანდიდატი არიან.