გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „გრინ ჰაბ თბილისის“ მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცენარეული საკვები ზეთებისგან ბიოდიზელის საწვავის მიღების (ნარჩენების აღდგენა) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 17 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - https://ei.gov.ge/ka/info/77d2c068-7b55-4ac5-9f4d-394899326328
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2024 წლის 26 აპრილს 12:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. მარტყოფის N2 საჯარო სკოლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.