ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 220 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „არაგვის“ რეკონსტრუქცია/გაორჯაჭვიანებისა და ექსპლუატაციის პროექტი

მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა, სოფ. ძველი ქანდა, მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფ. ძველი ქანდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 220 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „არაგვის“ რეკონსტრუქცია/გაორჯაჭვიანებისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 12 იანვრის  ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -https://ei.gov.ge/ka/info/03f3c017-a0ec-43e5-9c10-884562a22c96 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

 2023 წლის 25 დეკემბერს 12:00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველი ქანდას საჯარო სკოლის შენობაში
 2023 წლის 25 დეკემბერს 15:00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
 2023 წლის 26 დეკემბერს 12:00 საათზე გლდანის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში (მის: სარაჯიშვილის ქ. N1გ)

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.