ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგი სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის

ტრენინგი სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტარდება ტრენინგის კურსი – სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ტრენერთა შიდა რეზერვის ჩამოყალიბება ტყის მცველთა წვრთნისათვის.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტარდება ტრენინგის კურსი – სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ტრენერთა შიდა რეზერვის ჩამოყალიბება ტყის მცველთა წვრთნისათვის. ტრენინგის მიზანია სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ტრენინგი ტარდება პროექტის „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. ტრენინგი შედგება რამდენიმე ეტაპისგან. ტრენინგის პირველი ეტაპი - „ტრენერთა ტრენინგი“, 2014 წლის 13-დან 16 მაისამდე მიმდინარეობს დაბა ბაკურიანში, რომელშიც სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ოცი თანამშრომელი მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონიდან.

ტრენინგის პირველი ეტაპის მიზანია მონაწილეებისათვის ზრდასრულთა სწავლების პრინციპების გაცნობა, კომუნიკაციის უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ტრენინგის მეთოდოლოგიის დაუფლება, რაც დაეხმარებათ მათ წარმატებით განახორციელონ ტრენინგის შემდეგი ეტაპები. ტრენინგის მეორე ეტაპი ჩატარდება 19-დან 25 მაისამდე, სადაც მონაწილეებს ჩაუტარდებათ თემატური კურსი სატყეო საკითხებზე, რის შემდეგაც, ხოლო მესამე ეტაპი დაგეგმილია 9-დან 15 ივნისამდე, სადაც მიღებული ცოდნის საფუძველზე მსმენელები თავად ჩაუტარებენ საპილოტე ტრენინგკურსს ტყის მცველებს. ტრენინგი გრძელვადიანია და მისი განხორციელება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

საჯარო განხილვები