სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით 2014 წლის აპრილში ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის წევრები არიან როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით 2014 წლის აპრილში ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის წევრები არიან როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის მიზანია, გარემოსდაცვით განათლებაში ჩართულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, ასევე ფორმალური და არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი ქმედებების და პროექტების დაგეგმვა/განხორციელება. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს ,,გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2012-2016 წწ)“ განხორციელების კოორდინირება. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში 2013 წლის მაისში ჩამოყალიბდა. ცენტრის საქმიანობის სფეროა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა - საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი სპეციალისტების