ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „აგროსკოლაში" სწავლა დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „აგროსკოლაში" სწავლა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „აგროსკოლაში" სწავლა დაიწყო. სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. 

სასწავლო კურსის მიზანია, აგრარული საკითხებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩაერთონ.

IX-XII კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარება, ფერმერთა შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები, ფერმერული მეურნეობის მართვა და მენეჯმენტი,  ღვინის ისტორია და დეგუსტაცია, ქართული ვაზის ჯიშები და ველური ვაზის მოძიების და დაცვის ისტორია საქართველოში, მებოსტნეობა, ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა, აკვაკულტურა და მეთევზეობა, ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ბიომეურნეობა, ნიადგმცოდნეობა, გაუდაბნოება და გადაძოვება, სურსათის უვნებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, განათლების როლი აგრარულ სექტორში, აგროტურიზმი.

სასწავლო კურსის ფარგლებში, თეორიულ სწავლებასთან ერთად, დაგეგმილია საველე გასვლები. ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით ჩაატარებენ.

საჯარო განხილვები