ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი

გიზიარებთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისა (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შემუშავებულ საკონსულტაციო დოკუმენტს - საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრ წიგნს.

კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი  მოიცავს ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს. თეთრი წიგნის მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების გაგრძელებაა. ამ პროცესს კომიტეტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით წარმართავს.

თეთრ წიგნთან დაკავშირებით ეროვნული კონსულტაციები გაიმართება ქ.გორში, ქ.ბათუმსა და ქ.თბილისში.

მიღებული მოსაზრებებისა და გამართული ეროვნული კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდება საქართველოს კანონი კლიმატის ცვლილების შესახებ.

გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები თეთრ წიგნში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით 2023 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@eiec.gov.ge

კლიმატის ცვლილების თეთრი წიგნი იხილეთ ბმულზე: https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/garemo/White-Paper-WDF-geo.pdf?fbclid=IwAR0MHGbWgUasQmIoxllesGiaSODUPAuQ6r-qnTN_kPLjBzaNZ93vt6Qwof8

დამატებითი ინფორმაციისთვის, კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე და თეთრი წიგნების შესახებ საინფორმაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=r0QBeSG8aPE&t=1s

    

საჯარო განხილვები