2023 წლის 6 დეკემბერს, 14:30 სთ-ზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის მეორე სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაზე განიხილება ოთხი საკითხი:
1. საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების მხარდამჭერი პარტნიორების მიერ 2023 წელს განხორციელებული აქტივობების შეჯამება და სამომავლო გეგმები;
2. 2023 წელს სატყეო სექტორში განხორციელებული აქტივობები და 2024 წელს დაგეგმილი ქმედებები;
3. ტყის მდგრადი მართვის საოპერაციო დონის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების დოკუმენტის მიმოხილვა;
4. ჭალის ტყეები: განხორციელებული ღონისძიებები;
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთათვის, 4 დეკემბრის ჩათვლით, აუცილებელია რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე https://forms.gle/VRnNTmjLwan3CjwS7
შეხვედრის ფორმატის შესახებ გეცნობებათ 5 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: nfpinfogeo@gmail.com