,,მწვანე ჯილდოს” კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და დეტალების გაცნობის მიზნით, ბაღის პრაქტიკოსებისა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის გაიმართება ღია კარის დღე zoom-ის პლატფორმის საშუალებით:
•შეხვედრა საბავშვო ბაღების პრაქტიკოსებთან - 2024 წლის 6 თებერვალი, 16:00 სთ. შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/84887992004 Meeting ID: 848 8799 2004
•შეხვედრა დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან - 2024 წლის 7 თებერვალი, 16 სთ. შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/85836276653 Meeting ID: 858 3627 6653
კონკურსი ,,მწვანე ჯილდო” 2023-2024 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელ-პედაგოგისა და მასწავლებლის გამოსავლენად ტარდება.
კონკურსის მიზანი გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგების გაზიარება, აღმზრდელთა და მეთოდისტთა მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა.
დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმა განთავსებულია ცენტრის ვებ-გვერდზე: https://eiec.gov.ge/Ge/Competitions/47
საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 მარტი. გამარჯვებული გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ნინო ტაბატაძე - განათლების პროექტების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (ტელ.: +995 577 610 972; ელ.ფოსტა: nino.tabatadze@eiec.gov.ge).