ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სტუდენტებისთვის ტრენინგი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის მართვა და საფრთხეების რისკის რუკების მნიშვნელობა“ გაიმართა

სტუდენტებისთვის ტრენინგი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის მართვა და საფრთხეების რისკის რუკების მნიშვნელობა“ გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს მწვანე სტიპენდიების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი მიმართულებით დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ კუთხით მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრატურის სტუდენტების წახალისებას.

მწვანე სტიპენდიების პროგრამაში ჩართული სტუდენტებისთვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, თემაზე: „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის მართვა და საფრთხეების რისკის რუკების მნიშვნელობა“ ტრენინგი გაიმართა.  

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივ დონეზე არსებული საფრთხეების, მოწყვლადობის, შესაძლებლობების და მათი ძირითადი მახასიათებლების შესახებ. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ჰიდრომეტეოროლოგიური რუკები და განიხილეს მათი გამოყენების შესაძლებლობა და მნიშვნელობა, ასევე, როგორ გამოიყენება რუკები სივრცითი დაგეგმარებისა და ნაკვეთზე ნებართვის გაცემის პროცესში. შეხვედრაზე სტუდენტებმა, ექსპერტთან ერთად, გეოინფორმაციული სისტემები და გეოზონდირების საკითხი, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები განიხილეს.

ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივისკლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ჩატარდა.

საჯარო განხილვები