ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მოსწავლეებისთვის ტყის მდგრადი მართვის შესახებ სემინარები გაიმართა

მოსწავლეებისთვის ტყის მდგრადი მართვის შესახებ სემინარები გაიმართა

თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ტყეების მდგომარეობის და მდგრადი მართვის პრინციპების შესახებ საინფორმაციო სემინარები ჩატარდა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ტყის ბიომრავალფეროვნების, ტყეების ფუნქციებისა და მნიშვნელობის, ბუნებრივი რესურსების მოხმარების, ასევე, ტყის დაცვითი ფუნქციების მნიშვნელობის, ტყეში ქცევის წესების და მეტყევის პროფესიის შესახებ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.

სემინარები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დარგის სპეციალისტებმა ჩაატარეს. 

შეხვედრები პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში,  კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით გაიმართა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

საჯარო განხილვები