გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 220 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „არაგვის“ რეკონსტრუქცია/გაორჯაჭვიანებისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 17 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -https://ei.gov.ge/ka/info/03f3c017-a0ec-43e5-9c10-884562a22c96
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 25 დეკემბერი, 12:00 საათი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველი ქანდას საჯარო სკოლის შენობა
• 2023 წლის 25 დეკემბერი, 15:00 საათი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
• 2023 წლის 26 დეკემბერი, 12:00 საათი, გლდანის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა (მის: სარაჯიშვილის ქ. N1გ)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.