ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 220 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „არაგვის“ რეკონსტრუქცია/გაორჯაჭვიანებისა და ექსპლუატაციის პროექტი

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, თბილისი, გლდანის რაიონის გამგეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 220 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „არაგვის“ რეკონსტრუქცია/გაორჯაჭვიანებისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 17 იანვრის  ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -https://ei.gov.ge/ka/info/03f3c017-a0ec-43e5-9c10-884562a22c96 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2023 წლის 25 დეკემბერს 12:00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველი ქანდას საჯარო სკოლის შენობაში
2023 წლის 25 დეკემბერს 15:00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
2023 წლის 26 დეკემბერს 12:00 საათზე გლდანის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში (მის: სარაჯიშვილის ქ. N1გ)

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.