გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „კამარა ენერჯის" მდ. თერგზე 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/2a2bcd36-24a7-4379-bbe8-9cb796d3c078
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2023 წლის 20 დეკემბერს 16:00 საათზე სოფ. გორისციხის რიტუალების სახლის შენობაში
• 2023 წლის 21 დეკემბერს 11:00 საათზე სოფ. სიონის რიტუალების სახლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.