გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 110 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ,,ნახშირღელე“-ს გაყვანა-ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 7 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -https://ei.gov.ge/ka/info/42f8f42e-0f73-49ee-9f06-1a3734a9f838
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2024 წლის 23 იანვარი, 13:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ნახშირღელეს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
• 2024 წლის 23 იანვარი, 16:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
• 2024 წლის 24 იანვარი, 11:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საჯარო განხილვები გაუქმებულია !!!!!