გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
სს ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ ლენტეხის მუნიციპალიტეტში 35 კლვტ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ლენტეხი-ჩოლური“-ს რეკონსტრუქციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 21 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -https://ei.gov.ge/ka/info/cc49f985-31c2-4d6a-958c-d40a643356e7
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2024 წლის 1 თებერვალი, 16:00 საათი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
• 2024 წლის 2 თებერვალი, 11:00 საათი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თეკალის საჯარო სკოლის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.