ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ნოვა ფიქსის” მიერ წნეხილი პოლისტიროლის ფილების საწარმოსა და ნარჩენების აღდგენის ტექნოლოგიური ხაზის მოწყობა და ექსპლუატაცია

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „ნოვა ფიქსის” მიერ წნეხილი პოლისტიროლის ფილების საწარმოსა და ნარჩენების აღდგენის ტექნოლოგიური ხაზის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/01b7a8ca-e292-4842-ad87-d57958017044                       

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება: 

2024 წლის 29 იანვარს 12:00 საათზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობის შენობაში (მის: დ. გურამიშვილის გამზ. N25რ)

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.