გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 500 კვ. ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 6 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/0ffdffc8-2924-4f53-8bf7-07a53a3c5beb
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2024 წლის 5 თებერვალს 12:00 საათზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარხანის საჯარო სკოლის შენობაში
• 2024 წლის 5 თებერვალს 15:00 საათზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ბენარას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 6 თებერვალს 10:30 საათზე ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. საპრასიას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 6 თებერვალს 13:30 საათზე ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ამაღლების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 6 თებერვალს 16:30 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.