სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ლაშა ლობჯანიძე ევროკომისიის მიწვევით ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც კლიმატის დირექტორატის მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შეხვედრის მიზანს ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა, ლაშა ლობჯანიძემ დამსწრე საზოგადოებასა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლების და განათლების მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების, პროექტებისა და შედეგების შესახებ მოახსენა.
 
19.02.2020

საჯარო განხილვის მიზნით ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული "სამრეწველო ემისიების შესახებ" საქართველოს კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

კანონპროექტის შემუშავება გათვალისწინებულია „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“. კანონპროექტი ეფუძნება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ 2010 წლის 24 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივას და ადგენს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიებთან დაკავშრებულ ახალ სამართლებრივ რეჟიმს, მათ შორის, დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობებისთვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, პირობებს, პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური/იურიდიული პირების უფლება/მოვალეობებს და სხვა.  

კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 2020 წლის 13 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: მარშალ გელოვანის #6, ადმინისტრაციული შენობის II კორპუსი, II სართული). აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე, გამოქვეყნებული იყო 2019 წლის  24 აპრილს.

 

გთხოვთ, კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინოთ 2020 წლის 10 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Akaki.Veltauri@mepa.gov.ge.

 

კანონპროექტის საჯარო განხილვაზე დასწრება თავისუფალია! სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ 2020 წლის 13 მარტამდე (ელ.ფოსტა: Akaki.Veltauri@mepa.gov.ge. მობ: 591 819 611).

19.02.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდათ.
სასწავლო კურსი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მდგრადი მართვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის ტექნიკები.
ტრენინგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) - რეგიონული სამსახურის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.
13.02.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელი დიცის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი „გარემოსდაცვითი განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის“. ტრენინგში მონაწილეობდნენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცის, არბოს, მერეთისა და კარბის სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლები.
ვიზიტის მიზანი გამყოფი ხაზის სოფლებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების შესახებ ტრენინგების გამართვა იყო.
ტრენინგზე შეკრებილ საზოგადოებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ცენტრის დირექტორი გამყოფი ხაზის სოფლების საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში დახმარებას და სამომავლო თანამშრომლობას დაპირდა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელსეწყობის ფარგლებში გააგრძელებს საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას გამყოფი ხაზის მიმდებარებ მდებარე სოფლების სასწავლო დაწესებულებებისთვის.
12.02.2020
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტის თბილისში მომუშავე ინსპექტირებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგები მიზნად ისახავდა საქართველოში ბენზინის შენახვას და დისტრიბუციის, ასევე ლაქებსა და საღებავებში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის კუთხით დაგეგმილი ევროპული მოთხოვნების გაცნობას და მათი აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერებას. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოფს ბენზინის შენახვა დისტრიბუციიდან და ლაქ-საღებავების გამოყენებიდან აონ-ების გაფრქვევების და მისგან წარმოქმნილი მიწისძირა ოზონის კონცენტრაციის შემცირებას.
ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპელი და ქართველი ექსპერტები, რომელთაც ინსპექტორებს გააცნეს აონ-ების გაფრქვევის შემცირების მიზნით დაგეგმილი მოთხოვნების საკანონმდებლო საფუძვლები და გაუზიარეს ინსპექტირების საუკეთესო თანამედროვე ევროპული გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაციების შემოღება, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებებით ევროპული სტანდარტების დაწესებას, ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას.
ტრენინგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘’მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულების განხორციელების” ფარგლებში გაიმართა.
08.02.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან (ARDA) თანამშრომლობით სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორებს ტრენინგი ჩაუტარდა, რომელის მიზანი მათთვის სისტემის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება იყო, ოპერატორებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა გარემოსდაცვითი დეპარტამენტი და სსიპ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა ცხელი ხაზის 24 თანამშრომელი.
05.02.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარი “ეკოსისტემური სერვისები” გაიმართა. ლექციის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეკოსისტემური სერვისები, სერვისების შეფასების მეთოდები და მათი მდგრადი მართვის მნიშვნელობა.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო და ეკოსისტემური სერვისების მდგრადი გამოყენების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
04.02.2020

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, პროექტის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში’’ ფარგლებში ჩატარდა გასვლითი შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებისათვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ცენტრის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავებას, გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრა გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების მინისიტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა რომ სამინისტროსა და UNDP - ის თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში შემავალი სამსახურების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ 2019 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმსჯელეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, UNDP-თან თანამშრომლობით, ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

02.02.2020

2020 წლის 29 იანვარს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელების ხელშეწყობა’’ ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტთან თანამშრომლობით ჩატარდა საკონსულტაციო-სამუშაო შეხვედრა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განვითარების შესახებ (NBMS). 


შეხვედრას სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთნ ერთად ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზიების - ნაკრესისა და საბუკოს, მსოფლიო ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენლები, რომელთაც ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. 

 
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ექსპერტებმა საქართველოდან, ლიეტუვადან, ჰოლანდიიდან და რუმინეთიდან შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საუკეთესო გამოცდილება და რეკომენდაციები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განსავითარებლად საქართველოში.

 
შეხვედრის მსვლელობისას ხაზი გაესვა თანამშრომლობისა და მონაცემების გაზიარების  მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განსავითარებლად.

 
2020 წელი  საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ წელს იგეგმება ეროვნული კანონმდებლობის შემუშავება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განსაახლებლად.  

 
პროექტი "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელების ხელშეწყობა’’ დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებები და უკეთ დაიცვას საკუთარი ბუნება, შეამციროს დაბინძურება და გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კონსორციუმი TRANSTEC- ის ხელმძღვანელობით.

30.01.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტის რეგიონებში მომუშავე ინსპექტირებისთვის ტრენინგები გაიმართა ქ.ქუთაისა და ქ.ბათუმში.
ტრენინგები მიზნად ისახავდა საქართველოში ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის, ასევე ლაქებსა და საღებავებში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის კუთხით დაგეგმილი ევროპული მოთხოვნების გაცნობას და მათი აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერებას. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოფს ბენზინის შენახვა დისტრიბუციიდან და ლაქ-საღებავების გამოყენებიდან აონ-ების გაფრქვევების და მისგან წარმოქმნილი მიწისძირა ოზონის კონცენტრაციის შემცირებას.
ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპელი და ქართველი ექსპერტები, რომელთაც ინსპექტორებს გააცნეს აონ-ების გაფრქვევის შემცირების მიზნით დაგეგმილი მოთხოვნიების საკანონმდებლო საფუძვლები და გაუზიარეს ინსპექტირების საუკეთესო თანამედროვე ევროპული გამოცდილება.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაციების შემოღება, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებებით ევროპული სტანდარტების დაწესებას, ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას.
ტრენინგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘’მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულების განხორციელების” ფარგლებში გაიმართა.
29.01.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას ეკოლიდერთა სკოლაში. 
 
ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს IX-დან XII კლასის ჩათვლით.
 
რატომ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან?

 

  • კვალიფიციური ადამიანებისგან მიიღებთ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ;
  • გაეცნობით პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებთ პრობლემების გადაჭრის გზებზე; 
  • გაიუმჯობესებთ საკუთარი მოსაზრების წარდგენისა და პოზიციის დაცვის უნარებს;
  • გაიუმჯობესებთ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარებს;
  • გაიუმჯობესებთ კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს;
  • შეიძენთ ახალ მეგობრებს.
  •  
 
სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები:
  • ლექცია
  • როლური თამაშები
  • დისკუსიები
  • საველე გასვლა 
  • საინტერესო სტუმრები
 

 
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.
 
ეკოლიდერთა სკოლაში სწავლისათვის საჭიროა 25 თებერვლამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
 
მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: 

  • პირველი ეტაპი - აპლიკაციების გადარჩევა (პირველი ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით 28 თებერვლის ჩათვლით).
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება ( მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით 6 მარტის ჩათვლით)

 
ეკოლიდერთა სკლაში სწავლა უფასოა!
 
შეხვედრები გაიმართება 9-დან 13 მარტის ჩათვლით თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #6).
 
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2sqI5Le 
 
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით!
საკონტაქტო პირი: მარიამ არჩუაძე (597 77 23 57, mariam.archuadze@eiec.gov.ge); 
ქეთევან შვანგირაძე ( 558 56 77 76; ketevani.shvangiradze@eiec.gov.ge ).

24.01.2020

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს 2019 წელს სამინისტროს თნამშრომელთათვის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ხელშეწყობით 2019 წლის განმავლობაში სამინისტროს სხვადასხვა ერთეულის 40-მდე თანამშრომელმა გაიარა ტრენინგები, როგორც საქართველოში ასევე თურქეთში.
შეხვედრის ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის პროგრამის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნეჯლა დემირდაღმა სამინისტროსა და სააგენტოს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ 2019-2020 წლები სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის წლებად გამოაცხადა და 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას. ქალბატონი ნეჯლას განცხადებით, სააგენტო ასევე განიხილავს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან სამომავლოდ სხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასაც.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობა და ტრენინგის მონაწილეები ესწრებოდნენ.

21.01.2020
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 1-12 (of 628)

Latest news