ხარისხის მართვის მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
** ხარისხის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 3 წელი;
** საგანმანათლებლო სექტორში სამუშაო გამოცდილება და/ან განათლების ხარისხის ადმინისტრირების აკადემიური ხარისხის ჩაითვლება პრიორიტეტად
** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური - C1.
ხარისხის მართვის მენეჯერმა უნდა იცოდეს:
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება;
** შრომისა და უსაფრთხოების ნორმები; საწარმოო სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები და წესები; ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები;
** ხარისხის სისტემის მართვისა და უზრუნველყოფის მექანიზმები, სტანდარტები;
** პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა და ნორმატიული დოკუმენტები.
შემდეგი საოფისე პროგრამების ცოდნა:
** Microsoft Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Outlook - ძალიან კარგი;
** Google Apps for Business - ძალიან კარგი.
ხარისხის მართვის მენეჯერის სამსახურებრივი მოვალეობები
ხარისხის მართვის მენეჯერი ასრულებს შემდეგ მოვალეობებს:
** ხელმძღვანელობს ხარისხის მართვის მენეჯმენტს, კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს ცენტრის ყველა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს საქმიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** პასუხისმგებელია პერსონალის კვალიფიკაციაზე და ხელმძღვანელობს საატესტაციო ღონისძიებების ორგანიზებას;
** ახორციელებს სასწავლო პროცესის და პერსონალის საქმიანობის სისტემატურ შეფასებას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** ხელმძღვანელობს პერსონალის საატესტაციო ტესტირების თემატიკის შემუშავებას და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;
** უზრუნველყოფს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გადასამზადებელი და სატრენინგო ღონისძიებების ჩატარებას;
** ხელმძღვანელობს ცენტრის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებასა და შესრულებას;
** ხელმძღვანელობს შიდა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებას;
** ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას;
** შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქმიანობისა და სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით;
** ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობის შეფასებისა და თვითშეფასების პროცესებს და ანგარიშს წარუდგენს ხელმძღვანელობას;
** უზრუნველყოფს სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
** შეიმუშავებს ხარისხის მართვის პოლიტიკას, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და პროცედურებს, ასევე მათი სწავლების, კვლევისა და შეფასების წესებს;
** პერსონალისა და სტუდენტების გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე ამზადებს დასკვნას და წარადგენს რეკომენდაციებს საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
** განათლების პროექტების სამსახურთან კოორდინირებულად ორგანიზებას უწევს სწავლებისა და შეფასების თანამადროვე მეთოდების (კრედიტები, მოდულები და ა.შ.) დანერგვას;
** მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში ადაპტირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს კორესპონდენციას, ხელს აწერს და ახდენს დოკუმენტების ვიზირებას;
** შეიმუშავებს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების კონცეფციებს;
** განათლების პროექტების სამსახურთან, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და დარგების ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს წინადადებებს საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი განვითარების მიზნით;
** უზრუნველყოფს ცენტრის ავტორიზაციის/აკრედიტაციის, ან/და სერტიფიცირების პროცესისათვის მომზადებას;
** უზრუნველყოფს დაწესებულების პერსონალისათვის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება-ჩატარებას;
** ხელმძღვანელობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგის, კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების პროცესს;
** ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე;
** ახორციელებს სასწავლო პროცესის და პერსონალის საქმიანობის სისტემატურ შეფასებას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** საქართველოს კანონმდებლობით და ცენტრის დებულებით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
ანაზღაურება: 2500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@eiec.gov.ge
13.04.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის მხარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
სწავლება, რომელიც ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) ფარგლებში ჩატარდა, მოიცავდა როგორც ატმოსფერული ჰაერის დაცვის ახალი რეგულაციების, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, პრობლემური დამბინძურებლების იდენტიფიცირების, ინსპექტირების პროცედურების და კანონაღსრულების, ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების საკითხებს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე და ცენტრის მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
02.04.2021
27 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათიდან, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში „დედამიწის საათი” აღინიშნა. „დედამიწის საათი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი აქციაა. მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. „დედამიწის საათი” ერთიანობის და იმედის სიმბოლოა. 2021 წლის ღონისძიების მთავარი მოწოდებაა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ხერხებით მოხდეს საუბარი ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე სასაუბროდ ონლაინ შეხვედრა „დედამიწის საათი” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მსმენელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო თხილავამ, ბუნების დაცვის ფონდის (WWF) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებმა მიმართეს. სპიკერებმა საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და კლიმატის ცვლილების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და ეკომეგობრული კომპანიების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ერთი საათის განმავლობაში სინათლე ჩაქრა - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში, პარლამენტის შენობაში, რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმიდა გიორგის მონუმენტზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებზე, ძველი თბილისის შენობებზე, თბილისის სატელევიზიო ანძაზე, თბილისის მერიაში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. აქციის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ღონისძიება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით აღნიშნა.
„დედამიწის საათი” პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩაატარა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა „დედამიწის საათმა“ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მას კერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და ორგანიზაციები შეუერთდნენ.
28.03.2021
გაცნობებთ, რომ 2021 წლის
2 აპრილს, 12:00 საათზე დაგეგმილია „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საჯარო განხილვა, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბმული -
https://us02web.zoom.us/j/84277813578?pwd=ajY2S2w0UEdJeEg5Q3dDUjFFRTAvdz09 ან : ID: 842 7781 3578 და Passcode: 972640
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამიმინისტროსა და სხვა უწყებების მიერ „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ მომზადებული დოკუმენტი საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზებების დასაფიქსირებლად პირველად საჯაროდ გამოქვეყნდა მ/წ 5 იანვარს. საჯარო შეხვედრაზე განსახილველი ვერსია აიტვირთა მ/წ 18 მარტს (18.03.2021).
ბმული შეგიძლიათ იხილოთ -
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31621
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება საჯარო განხილვის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ სამინისტროს ვებ-გვერდზე -
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31621 და მის
Facebook გვერდზე.
26.03.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს.
დაგეგმილი საქმიანობების გზშ-ის ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვები ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები:
შპს „არ ემ ჯი აურამაინის“ სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო-პოლიმეტალური მადნების) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 7 აპრილამდე.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31475
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 15 მარტს 15:00 სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია -
https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 987654321
შეხვედრის პაროლი-181 629 5221
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფ. რუისპირში შპს „აბს“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ღორღი) გადამუშავების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 24 მარტამდე.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31461
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 5 მარტს 15:00 სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 181 059 7687
შეხვედრის პაროლი-1234567
თერჯოლის მუნიციპალიტეტში შპს „დაგის“ ცემენტისა და ფილერის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 23 მარტამდე.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31443
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 4 მარტს 15:00 სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 181 751 9173
შეხვედრის პაროლი-123456
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი- ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 31-ზე მდინარე წყაროზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისა და ექსპლუტაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 2 აპრილამდე.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31478
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 16 მარტს 12:00 სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 181 474 2571
შეხვედრის პაროლი-123456
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის მონაკვეთის პირველი ლოტის (თბილისი-საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 12 აპრილამდე.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31491
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 25 მარტს 15:00 სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 181 841 3252
შეხვედრის პაროლი-12345
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შპს „ლაგოდეხავტოგზის“ ასფალტ-ბეტონის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (30 ტ/სთ წარმადობის ქარხნის ნაცლად 120 ტ/სთ წარმადობის ქარხნის მოწყობა და ექსპლუატაცია) პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 12 აპრილამდე.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31490
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 24 მარტს 15:00 სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 181 403 7785
შეხვედრის პაროლი-1234
23.02.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკრინინგის განცხადებებს.
დაგეგმილი საქმიანობების განცხადებებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
სკრინინგის განცხადებები:
ქ. ბათუმში, შპს“ირინას“ ავტოგასამართი სადგურის (ნავთობპროდუქტების საცავის) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 19 თებერვლამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31479
ქ. ქუთაისში, შპს „ბაჯოს“ ტყავის გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 26 თებერვლამდე
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31503
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. საყდრიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (ვულკანური წიდა) მოპოვების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 2 მარტამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31511
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქ. წნორის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის - თერმული წყლის (315 360 მ3/წელიწადში) მოპოვების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 2 მარტამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31513
15.02.2021
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზღვაო სივრცის ფარგლებში აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ საზღვაო სივრცის ფარგლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონებისა და მართვის გეგმის პროექტს.
გთხოვთ, ზონებთან და მართვის გეგმასთან დაკავშირებით, თქვენი შენიშვნები და წინადადებები, წარმოადგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში მიმდინარე წლის 2021 წლის 16 თებერვლამდე (მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. N150) ან გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@nea.gov.ge
ზონების პროექტებისა და მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში მიმდინარე წლის 16 თებერვალს (მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. N150) 11:00საათზე.
10.02.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებს.
დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოპინგის ანგარიშების საჯარო განხილვები ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
სკოპინგის განცხადებები:
ქ. თბილისში, შპს "ავზი-94"-ს 4826 მ3 მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 5 თებერვლამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31416
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 4 თებერვალს, 12:00სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის პაროლი-20384
შეხვედრის ნომერი – 175 358 1863
მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ძეგვში შპს "ცეკურის" ასფალტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 11 თებერვლამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31421
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 9 თებერვალს, 12:00სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის პაროლი-123456
შეხვედრის ნომერი – 175 780 9170
მდ. თერგის ხეობაში, 23.556 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (კამარა ჰესის) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 25 თებერვლამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31458
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 19 თებერვალვს, 14:00სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის პაროლი-123456789
შეხვედრის ნომერი – 181 236 6599
ქ. ზუგდიდში შპს "კოლხეთი ცემენტის" ცემენტის წარმოების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 1 მარტამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31474
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 22 თებერვალს, 12:00სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის პაროლი-123456789
შეხვედრის ნომერი – 181 799 5210
სს „სუფსა ენერჯის“ მდ. ბარამიძისწყალზე 7.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ბარამიძე ჰესი“-ს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 10 მარტამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31496
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 2 მარტს 14:00სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის პაროლი-987654321
შეხვედრის ნომერი – 181 677 6986
ქ. ფოთში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე შპს „სოფმარ 2020“-ის ნაყარი ტვირთების დროებითი შენახვის, დახარისხების და გადატვირთვის პუნქტის მოწყობა და ექსპლუატაცია.
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 2 მარტამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31493
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 1 მარტს, 14:00სთ-ზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის პაროლი-12345678
შეხვედრის ნომერი – 181 790 452
25.01.2021