გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს 12:00-სთზე დაგეგმილია  “ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)” და “კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის” საჯარო განხილვა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბმული - https://us02web.zoom.us/j/87688034101 ან შეხვედრის ID: 876 8803 4101

2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა/განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი.

სამინისტროს მიერ ასევე შემუშავდა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომლებიც წარმოადგენენ კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს.

აღნიშნული დოკუმენტები საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის გამოქვეყნებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე და მოხდა მათი შესაბამისი განახლება დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული კომენტარებისა და შენიშვნების საფუძვლზე.

17.12.2020
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი ორგანიზებით დისტანციურად გაიმართა პროექტის „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით'' წლიური და საზედამხედველო კომიტეტის გაერთიანებული შეხვედრა.

შეხვედრის ფარგლებში, პროექტის თითოეული კომპონენტის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები შესრულებული სამუშაოების შესახებ, პროექტის განმავლობაში მიღწეული საბოლოო შედეგების გაცნობის მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, ასევე სხვადასხვა აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებებბი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა შესახებ. ასევე, პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტების (დედოფლისწყარო, ახმეტა, გარდაბანი) წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე თავიანთი მუნიციპალიტეტების მაგალითებზე დაყრდნობით.

შეხვედრის დასასრულს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა ერსინ ესენმა, დადებითად შეაფასა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და მოუწოდა ჩართულ მხარეეებს, რომ გამოიყენონ პროექტის განხორციელების ფარგლებში მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილება მათ შემდგომ საქმიანობაში.

პროექტი "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" 2016 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის ინტეგრირებას ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში.

პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით.
12.12.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკრინინგის განცხადებებს.

დაგეგმილი საქმიანობების განცხადებებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სკრინინგის განცხადებები: 


ქ. თბილისში, შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 15 დეკემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29292 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფ. გელათში ინდივიდუალური მეწარმე ირაკლი ნიშნიანიძის ავტოგასამართი სადგურის (ნავთობპროდუქტების საცავი) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29328 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. უბისაში ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის მიერ E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე (F3) N2 ქვის სამსხვრევი საწარმოს (სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 30 დეკემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29339 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქუტირის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის - 5 115 120 მ3/წელ მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 2 თებერვლამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31419

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვებაში, შპს "დენმარკის" მინერალური ნედლეულის გადამუშავების-გაჯის საამქროს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 28 იანვრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/30413

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (ქვის სამსხვრევი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის) პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 28 იანვრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/30388

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფ. სამიქაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის - მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 2 თებერვლამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31420
 
07.12.2020

2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, ასევე შეიმუშავა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომლებიც წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული ძალისხმევის დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს. დოკუმენტი მოიცავს შვიდი სექტორის (ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, ნარჩენები, სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი) ანალიზსა და შესაბამის ღონისძიებებს. 

 

დოკუმენტები მომზადებულია სექტორულ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების, სექტორული ტექნიკური სამუშაო ჯგუფების მუშაობისა და ამ ჯგუფების წევრებთან აქტიური თანამშრომლობით.

 

კომენტარების და წინადადებების მიღება განსაზღვრულია მიმდინარე წლის 14 დეკემბრამდე. გთხოვთ, მოგვაწოდოთ კომენტარები ელ: ფოსტაზე: maia.tskhvaradze@mepa.gov.ge; climatechange@mepa.gov.ge

 

საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით.
 

03.12.2020

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 22 დეკემბერს 12:00 სთ-ზე გაიმართება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
 
საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბმული - https://us02web.zoom.us/j/85238718169 ან შეხვედრის ID: 852 3871 8169.
 
საქართველოს სამთავრობო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტი საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა მ/წ 16 ოქტომბერს.
03.12.2020
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“.

კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით.

კონკურსის წესები
  • კონკურსი ტარდება პროგრამის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროექტის 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში (გორი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, სამტრედია, აბაშა, ხობი, სენაკი, ქობულეთი) არსებულ სკოლებს.
 
  • წარმოდგენილი პროექტი დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთთან, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ისე თემისთვის. 
 
  • კონკურსის ფარგლებში მონაწილე ზოგადასაგანმანათლებლო  დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს საპროექტო წინადადება, რომლის განხორციელების შედეგადაც უზრუნველყოფს სკოლის მედეგობის გაძლიერებას ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ და ადგილობრივი თემის ჩართულობას. პროექტის აქტივობების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.


პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
 
  • წარმოდგენილი პროექტი უნდა უკავშირდებოდეს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან მუნიციპალიტეტისთვის პრობლემურ მინიმუმ ერთ გამოწვევას;
  •  
  • პროექტი უნდა ასახავდეს კატასტროფის რისკის მართვის მზაობის კომპონენტს;
  •  
  • პროექტი უნდა მოიცავდეს გრძელვადიან და მოკლევადიან აქტივობებს;
  •  
  • მნიშვნელოვანია, პროექტში იკვეთებოდეს კავშირები კატასტროფის მართვის ფაზებს შორის; (მაგალითად, თუ მზაობის ფაზა ითვალისწინებს გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას, აუცილებელია გაიწეროს მისი გამოყენებისა და სწავლების კომპონენტიც, შესაბამისად რეაგირების ფაზაში სამიზნე ჯგუფს ექნება აღჭურვილობა და ეცოდინება მისი გამოყენება);
  •  
  • პროექტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფ(ებ)ის შესახებ განათლების ხელშეწყობის და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს;
  •  
სასურველია, ინიცირებული და განხორციელებული პროექტი უზრუნველყოფდეს თემის შიგნით ინსტიტუციებს შორის კავშირებს (მაგ. სკოლებსა და თვითმმართველობას შორის, სკოლებსა და თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს შორის);
 
  • მნიშვნელოვანია ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული ჩართულობა თემის წარმომადგენლების და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად;
  •  
პროექტში მოწყვლადი ჯგუფებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობა ჩაითვლება უპირატესობად.

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

     I ეტაპი - განაცხადების შერჩევა

     II ეტაპი - საპროექტო წინადადების  პრეზენტაცია 


ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს 2 ფინალისტს. 

     I ადგილის მფლობელ სკოლას გადაეცემა 600 აშშ დოლარი
     II ადგილზე გასულ სკოლას 400 აშშ დოლარი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 12 თებერვალი

საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge 

კონკურსთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ელ.ფოსტა: tamar.shervashidze@eiec.gov.ge,  მობ: 595958825).

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, განაცხადის ფორმა და სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
26.11.2020

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას გარემოსდაცვითი მმართველის დისტანციურ სასწავლო კურსზე.

 

“გარემოსდაცვითი მმართველი” თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო კურსია, რომლის გავლის შემდეგ სერტიფიცირებული მონაწილეები შეძლებენ:

 
  • ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებას, განახლებასა და განხორციელებას;
  • ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნის შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებას;
 

სასწავლო დისტანციურ კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს. სარეგისტრაციო ბმული:https://goo.gl/esKSg2


სასწავლო კურსი დაიწყება 30 ნოემბერს და გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში. კურსზე დარეგისტირება შესაძლებელია 23 ნოემბრამდე!

კურსის ღირებულება დისტანციურად გავლის შემთხვევაში - 460 ლარი

 

სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხ.ბმული - https://bit.ly/1OLWqEJ

 

სასწავლო კურსთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ნანა დვალი (ელ.ფოსტა Nana.dvali@eiec.gov.ge; მობ: 577 282 226). 

 
10.11.2020

2020 წლის 4 დეკემბერს, 12:00 საათზე „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

დაინტერესებული მხარეების ინფორმირების მიზნით, დოკუმენტი 2020 წლის 4 ნოემბერს პროაქტიულად გამოქვეყნდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე apa.gov.ge. დოკუმენტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნების გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელ.ფოსტაზე: pr.apa.gov@gmail.com.

ონლაინ განხილვაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ, 4 დეკემბრამდე მოგვწერონ შემდეგ ელ.მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com. განხილვის შესაბამის ბმულს მსურველები მიიღებენ ელ.ფოსტის მეშვეობით (განხილვა ჩატარდება ონლაინ პლატფორმა ზუმის გამოყენებით). 

"ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის" პროექტი შემუშავდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, ეროვნული კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ, ასევე სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
05.11.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებს.

დაგეგმილი საქმიანობების ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.  

ამასთან, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოპინგის ანგარიშების საჯარო განხილვები ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით
 
სკოპინგის ანგარიშები: 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ქალაქ თერჯოლაში, შპს "დაგის" ფილერისა და ცემენტის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 11 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29185
 
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 10 ნოემბერს, 14:00სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://us02web.zoom.us/j/81542540444;
შეხვედრის ID – 815 4254 044

შპს „კნაუფ გიპს თბილისის“ თაბაშირის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 11 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29182 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 10 ნოემბერს, 16:00სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია -  https://us02web.zoom.us/j/81625155678
შეხვედრის ID – 816 2515 5678

შპს „არ ემ ჯი აურამაინის“ სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო-პოლიმეტალური მადნების) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 19 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე -  https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29191 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 12 ნოემბერს, 16:00სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://us02web.zoom.us/j/85280466036;
შეხვედრის ID: 852 8046 6036
 
02.11.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს.

დაგეგმილი საქმიანობების გზშ-ის ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვები ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის კმ5+530-ზე მდ. ვახაზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/28034  
 
ქ. რუსთავში შპს ,,რუსელოისის’’ მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის - აგლომერაციის (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 16 ნოემბრამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29115
 
ქ. ჭიათურაში, შპს „მ.გ.ტ"-ს მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა) პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 19 ნოემბრამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/28082
 
კასპის მუნიციპალიტეტში, შპს ,,ჯი პი პის’’ მეფრინველეობის ფერმის, ფრინველის სასაკლაოს და ინსინერატორის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 19 ნოემბრამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29118

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 4  ნოემბერს, 12:00სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია -  https://us02web.zoom.us/j/84067723097; შეხვედრის ID – 840 6772 3097

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-161) შულავერი – წითელი ხიდის საავტომობილო გზის კმ 6 (5+400) - ზე არსებულ არხზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 11 დეკემბარმდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29160
 
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 18  ნოემბერს, 12:00სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია -  https://us02web.zoom.us/j/87210957918; შეხვედრის ID – 872 1095 7918

ქ. ბათუმში, შპს „გიო-10“-ს პოლიეთილენის ნარჩენების გადამამუშავებელი და პლასტმასის მილების დამამზადებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 11 დეკემბრამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29181 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 25  ნოემბერს, 12:00სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია -  https://us02web.zoom.us/j/87623770215; შეხვედრის ID – 876 2377 0215

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის კმ 3+300 მდინარე ათრევზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 27 ნოემბრამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29114

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 9  ნოემბერს, 14:00სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია -   https://us02web.zoom.us/j/81146842552; შეხვედრის ID – 811 4684 2552
 
ქ. ბათუმში შპს „იმგეს“ წყალში ხსნადი საღებავების საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 17 დეკემბრამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29177

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 2 დეკემბერს, 12:00სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია -   https://us02web.zoom.us/j/82084053739; შეხვედრის ID – 820 8405 3739

ქ. რუსთავში შპს "რუსთავის ფოლადის" არასახიფათო ნარჩენების აღდგენის საწარმოს (წიდისა და ჯართის გადამამუშავებელი საამქრო) ექსპლუატაციის პროექტი
 
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 23 დეკემბრამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29212

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 8 დეკემბერს, 13:00სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://us02web.zoom.us/j/86385458366; შეხვედრის ID –863 8545 8366

ქ. თბილისში შპს „სი-ფი-აი ჯორჯიას“ არსებული ჟანგბადის და აზოტის (18O,17O,15N) იზოტოპების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 25 დეკემბრამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29211 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 9 დეკემბერს, 12:00სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია -https://us02web.zoom.us/j/82173209547; შეხვედრის ID – 821 7320 9547

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშნის“ მდინარე ნატანებზე 9.085 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ნატანები 3 ჰესი) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი.

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 20 იანვრამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29262

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 24 დეკემბერს 12:00 სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 175 193 3106
შეხვედრის პაროლი-12345

. რუსთავში სს "რუსთავის აზოტის" ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 28 იანვრამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29272

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 წლის 28 დეკემბერს 14:00 სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 175 178 8298
შეხვედრის პაროლი-1234567

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის" შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა – გაღმა კოდორი –გულეისკირი - ჯაპანას საავტომობილო გზის კმ 31 (30+375)–ზე მდინარე ფიჩორზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 15 იანვრამდე.

 ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29264

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2020 29 დეკემბერს 15:00 სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 175 839 9279
შეხვედრის პაროლი-pTpT26pg4nV 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ლიხაურში შპს „არერსა მეთალის“ მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 12 თებერვლამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29307

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 28 იანვარს 15:00 სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 175 547 9209
შეხვედრის პაროლი-123456789

ქ. თბილისში შპს "კავკას მეტალის" ლითონის ცხელი მოთუთიების (დამცავი ლითონის ფენით დაფარვა) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 18 თებერვლამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29329

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 3 თებერვალს 15:00 სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 175 222 3771
შეხვედრის პაროლი-18730

. თბილისში, "სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" სახიფათო ნარჩენების (სამედიცინო ნარჩენების) ინსინერაციის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 5 მარტამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29348

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 12 თებერვალს 14:00 სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 175 140 3363
შეხვედრის პაროლი-1234567

ქ. თბილისში, შპს „არმადას“ პოლიეთილენის ფირების საწარმოს (ნარჩენების აღდგენა) ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 23 თებერვლამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29336

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 5 თებერვალს 12:00 სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 175 801 3678
შეხვედრის პაროლი-18960

ქ. ბათუმში, სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" სახიფათო ნარჩენების (სამედიცინო ნარჩენები) ინსინერაციის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა) პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 5 მარტამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29352

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 15 თებერვალს 12:00 სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 175 997 4515
შეხვედრის პაროლი-135246

ქ. ქუთაისში, სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" სახიფათო ნარჩენების (სამედიცინო ნარჩენების) ინსინერაციის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა) პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 5 მარტამდე.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29349

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 16 თებერვალი 12:00 სთ-ზე.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმულია - https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...;
შეხვედრის ნომერი – 175 194 4006
შეხვედრის პაროლი-123456
02.11.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკრინინგის განცხადებებს.

დაგეგმილი საქმიანობების განცხადებებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სკრინინგის განცხადებები: 

ქ. რუსთავში შპს „გია-2019“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2020 წლის 2 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29164
 
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ „სხალთა ჰესი“-ს ქვესადგურის „შუახევი ჰესი“-ს ქვესადგურთან დამაკავშირებელი 35 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
 
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2020 წლის 2 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29171 

ქ. თბილისში, შპს "მეა გეოს" ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2020 წლის 2 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29172 

ტყიბულის მუნციპალიტეტში „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მდ. ტყიბულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2020 წლის 2 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29165 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის - მიწისქვეშა მტკნარი წყლის, სამეწარმეო მიზნით მოპოვება

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2020 წლის 3 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29178 

ქ. ფოთში შპს „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2020 წლის 4 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29180 

ქ. თბილისში, კრწანისის ქუჩაზე შპს "ბაზელის" მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2020 წლის 5 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29183 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში, შპს "ნათს ინქორფორეითიდის" მიერ სამელიორაციო სისტემის, წყალშემკრები ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2020 წლის 6 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29187
 
სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ,,ახალციხე-ბათუმის 220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების განთავსების პროექტის შუახევი-ახალციხის მონაკვეთის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (საპროექტო ბუფერში ანძების მდებარეობის ცვლილების) პროექტი
 
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2020 წლის 12 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29196
 
მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს "ნუშიანის" სამელიორაციო სისტემისა და წყალშემკრები ჰიდროტენიკური ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
 
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2020 წლის 12 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29195

გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში, სს ,,ჩალიკ ჯორჯია ვინდის" მიერ საპროექტო ,,ნიგოზა-110“ ქვესადგურის ,,გორი-220“ ქვესადგურთან დამაკავშირებელი 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 18 ნოემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29208 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში შპს „სიდერის“ სამელიორაციო სისტემის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 11 დეკემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე 
- https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29277

ალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. ტბეთში (ხადიკი) ფიზიკური პირი მანუჩარ ირემაძის ავტოგასამართი სადგურის (ნავთობპროდუქტების საცავის) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 11 დეკემბრამდე.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29280 

მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს "ნუშიანის" სამელიორაციო სისტემისა და წყალშემკრები ჰიდროტენიკური ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2020 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29284 


 
30.10.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ეკოგრანტების პროგრამის” ფარგლებში, იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხარაგაული) ადგილობრივი მეფუტკრეებისთვის ტრენინგები თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ჩატარდა.
სამინისტროს ექსპერტმა, გიორგი ბერუჩაშვილმა მეფუტკრეებს დარგში არსებული სიახლეები, ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები, თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის ტექნოლოგიური რუკა და მეურნეობის დაგეგმვის მნიშვნელობა გააცნო.
ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ტრენერისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებშია პრიორიტეტული. 
ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებაზე, მისგან გამოწვეულ რისკებსა და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე, რომელიც მსმენელებს, „ეკოგრანტების პროგრამის” ფარგლებში, მარი ბენდელიანმა გააცნო. 
თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ტრენინგების ფარგლებში, სულ, 160-მდე ფერმერი გადამზადდა.
„ეკოგრანტების პროგრამის" ფარგლებში, ტრენინგები ასევე ჩატარადა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგი თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ გაიმართა და მასში მონაწილეობა 230-მდე ფერმერმა მიიღო. 
„ეკო-გრანტების პროგრამა" ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” (CTC).
 
28.10.2020
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 13-24 (of 719)

Latest news