საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და თემის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას და ცნობიერების ამაღლებას.
კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების ექსპერტებმა ირაკლი ქობულიამ და კახა ბახტაძემ ადგილობრივი მერიების, საკრებულოებისა და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საუკეთესო გამოცდილებები ფინანსური და სამართლებრივი რეგულაციების შესახებ და ერთად შეიმუშავეს რეკომენდაციები თემის მედეგობის გაძლიერებისათვის.
შეხვედრაზე დამსწრე პირებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს კატასტროფის მართვის კუთხით ადგილობრივ დონეზე არსებული მექანიზმებისა და მიდგომების. უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პროცესში მათი აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობას და ისაუბრეს თემის მედეგობის მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შესაძლებლობებზე. 
პროგრამა თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
20.10.2020
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს “მწვანე ჯილდო”, რომლის შედეგადაც გამოვლინდება 2020 წლის დაწყებითი საფეხურის საუკეთესო პედაგოგი გარემოსდაცვითი მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
 
„მწვანე ჯილდო” 2018 წლიდან იმართება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისთვის, 2020 წლიდან კი საშუალებას იძლევა, ასევე აღმოვაჩინოთ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ის პედაგოგები, რომლებიც ზრუნავენ მომავალი თაობებისთვის სწორი გარემოსდაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება.
 
 
კონკურსის წესები:
 
  • „მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა პედაგოგს, რომელიც:
  • ამჟამად დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ასწავლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს;
  • სასწავლო პროცესში ახორციელებს გარემოსდაცვითი თემების სწავლებას როგორც ფორმალური (პროგრამით გათვალისწინებული), ისე არაფორმალური მიმართულებით.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ნოემბერი.
 
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

I ეტაპი - განაცხადების შერჩევა

II ეტაპი - განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია
 

ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ათეულს, რომელთაგან გამარჯვებულს გადაეცემა “მწვანე ჯილდო”.
 
ათეულის ყველა წევრს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.
 
 
 
კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმები
  •  
  • ეფექტიანი სასწავლო მეთოდების გამოყენება გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ შესწავლის მიზნით, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის ინოვაციურად, შემოქმედებითად, მრავალფეროვანი რესურსების და აპლიკაციების საშუალებით სწავლება);
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის გარდა სხვა დამატებითი წყაროებიდან მოძიებული ან/და საავტორო დავალებების/აქტივობების გამოყენება;
  • სწავლების პროცესში სკოლის გარეთ არსებული ბუნებრივი გარემოს, დაცული ტერიტორიების გამოყენება; დამატებით მოძიებული და გამოყენებული მასალა; გავლილი ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებზე;
  • საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების პროცესში და გავლენა საზოგადოებაზე;
  • საკუთარი გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის;
  • სამომავლო გეგმები გარემოსდაცვითი სწავლების გაუმჯობესების მიზნით;


 
კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულად შეავსეთ განაცხადის ფორმა (word-ის ფორმატში) და სურვილის შემთხვევაში, დაურთეთ თქვენ  მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა (ერთ საქაღალდედ). ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
 
საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge
 
გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ „მწვანე ჯილდო - დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის".
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნათია სარალიძე - განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ტელ.: +995 32 2 11 20 23
მობ.: +995 55 35 22 33
ელ.ფოსტა: natia.saralidze@eiec.gov.ge
 
 
20.10.2020
გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის მომზადების პროცესი.

გთხოვთ, არსებობის შემთხვევაში, ორჰუსის კონვენციის განხორციელების მეექვსე ეროვნულ ანგარიშთან დაკავშირებით თქვენი კომენტარები მ/წ 5 ნოემბრამდე მიაწოდოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მდგრადი განვითარების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ორჰუსის კონვენციის ეროვნულ პასუხისმგებელ პირს საქართველოში, ნინო გოხელაშვილს შემდეგ მისამართზე nino.gokhelashvili@mepa.gov.ge და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შემდეგ მისამართზე info@eiec.gov.ge. საზოგადოების მხრიდან კომენტარების დოკუმენტში სათანადოდ ასახვის მიზნით გთხოვთ, მიუთითოთ ანგარიშის თავი, პუნქტი და ქვეპუნქტი, რომელსაც ეხება თქვენი მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და არგუმენტირებული შენიშვნა/კომენტარი.

საზოგადოების მხრიდან მიღებული ინფორმაციის განხილვა მოხდება შესაბამისი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში, რის შემდეგაც გაიმართება ორჰუსის კონვენციის განხორციელების მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა. ინფორმაციას საჯარო განხილვის შესახებ შეგატყობინებთ მოგვიანებით. ორჰუსის კონვენციის მხარე სახელმწიფოების მიერ ანგარიშების წარდგენის საბოლოო ვადა გახლავთ 01/02/2021.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო, რეგიონულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, რომ მოამზადონ ორჰუსის კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიშები მათ მიერ განხორციელებული პროგრამებისა და ქმედებების, ასევე, არსებული გამოცდილების შესახებ და გაუგზავნონ სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aarhus.survey@un.org.
 
დანართი - ორჰუსის კონვენციის განხორციელების VI ეროვნული ანგარიშის პროექტი
 
16.10.2020
გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.
„14 ოქტომბერი გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღეა. წელს ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების პროგრამის” პრეზენტაცია და ასევე, მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს წარდგენა მოხდა. სახელმძღვანელო 8 ნაწილს მოიცავს, განკუთვნილია პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით განათლების მიღების კარგი საშუალებაა. ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ დავიწყეთ ქვეყანაში გარემოსდაცვითი განათლების ჩამოყალიბება. ამას მოჰყვა სასკოლო გარემოსდაცვითი განათლების პროგრამების მომზადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყანაში თაობა, რომელსაც სწორი აღქმა ექნება გარემოს დაცვის მიმართულებით და ასევე, ინტერესი გაუჩნდება აგრარული მიმართულებით აირჩიოს პროფესია” -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების და გარემოსდაცვის საკითხების მნიშვნელობას. ასევე აღნიშნა, რომ ცოდნა და განათლება არის ერთ-ერთი წამყვანი და ახალი სახელმძღანელოები, რომელიც იქნება მიძღვნილი გარემოსდაცვითი საკითხებისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დამხმარე სახელმძღვანელოა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.
ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო სრულ თანხვედრაშია განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნებთან, შეესაბამება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ სტანდარტებს.
ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარების გაუმჯობესებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა განათლებას ენიჭება, სწორედ ამიტომ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
14.10.2020
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ გააცნეს. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების მხარდაჭერას ტყის დეგრადაციის გამომწვევ მიზეზებთან საბრძოლველად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესებას ტყის რესურსებზე. 
„პროექტის წარმატებული განხორციელება, დიდწილად, დამოკიდებულია მასში მონაწილე სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებულ მუშაობაზე და ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურ ჩართულობაზე. 7 წლიანი პროექტი განხორციელდება დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. ჩვენ შევძლებთ, ეტაპობრივად, სრულად გადავიდეთ ტყის მდგრად მართვაზე, დავნერგოთ ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება, გავაუმჯობესოთ ზედამხედველობა, ხელი შევუწყოთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წვდომას ტყის რესურსებზე და, მდგრადი სარგებლობით, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ კლიმატის ცვლილებების შერბილებაში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ კლიმატის მწვანე ფონდის მიერ, 2020 წლის 19 აგვისტოს, 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით დამტკიცდა. პროექტი, ტყის მდგრადი მართვის სისტემის დანერგვის მხარდაჭერის გზით, ტყის ახალი კოდექსის პრაქტიკულ განხორციელებას შეუწყობს ხელს.
11.10.2020
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს რჩეული - ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მარინე ვართუმაშვილი დაასახელა. გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია “მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” იმ მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი კუთხით, ზრდიან მოსწავლეების ცნობიერებას. მთელს მსოფლიოში გარემოსდაცვითი განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა სკოლებში, რისთვისაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თუმცა მიგვაჩნია, რომ არც ერთ ინიციატივასა და განხორციელებულ პროექტს არ ექნება სათანადო შედეგი, თუ მასში არ იქნება ჩართული მოტივირებული პედაგოგი, რომელიც სწორად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას. 2020 წლის “მწვანე ჯილდოს” მფლობელი მარინე ვართუმაშვილი აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში და არა მარტო ის, არამედ მისი მოსწავლეებიც არიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ სამინისტრო გადასცემს “მწვანე ჯილდოს” პედაგოგს, რომელიც განსაკუთრებული ძალისხმევით ახორციელებს გარემოსდაცვით აქტივობებს” - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
“მასწავლებლი ეროვნული ჯილდო” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის კონკურსია, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად 5 ოქტომბერს, მასწავლებლი პროფესიულ დღეს იმართება. კონკურსის მიზანი ქვეყნის საუკეთესო პედაგოგის გამოვლენა და დაჯილდოებაა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში” და სამინისტროს სახელით “მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები.
06.10.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ტრენერთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების სხვადასხვა მიმართულების ტრენერ(ებ)ის პოზიციაზე.

სოფლის მეურნეობა:

კაკლოვანი კულტურები;
კენკროვანი კულტურები;
მეფუტკრეობა;
მეცხოველეობა - მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი;
მეცხვარეობა;
ღორი;
ციტრუსოვნები;
მევენახეობა-მეღვინეობა;
ჩაი;
ბოსტნეული კულტურები;
ბაღჩეული კულტურები;
კარტოფილი;
მეხილეობა;
სუბტროპიკული კულტურები;
მცენარეთა დაცვა;
აკვაკულტურა - მეთევზეობა;
მეფრინველეობა;
ვეტერინარია;
ნედლი რძის მიღება  და პირველადი გადამუშავება; 
სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტების შენახვა-გადამუშავება;
მექანიზაცია;
ნერგის წარმოების ტექნოლოგიები;
დეკორატიული მებაღეობა,
მელიორაცია (სარწყავი სისტემები);
ქარსაფარი ზოლები;
სურსათის უვნებლობა (HACCP სისტემების დანერგვა, ISO სერტიფიცირება, DCFTA რეგულაციები);
სამეწარმეო საქმიანობა;
ბიზნესკონსულტირება;
ბიოწარმოება;
მარცვლოვანი კულტურები;
კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკა (GAP);
ცხოველთა კეთილდღეობა;
ფერმერული მეურნეობების მართვა და მენეჯმენტი;
მეურნეობის ეკოლოგიური მართვა;
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა.
 

გარემოს დაცვა:
 

გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება;
მწვანე ეკონომიკა;
გარემოსდაცვითი პოლიტიკა;
კლიმატის ცვლილება;
ბიომრავალფეროვნება;
დაცული ტერიტორიები;
ტყის მდგრადი მართვა;
წყლის რესურსების მართვა;
შავი ზღვის დაცვა;
ეკოსისტემები;
ატმოსფერული ჰაერის დაცვა;
მიწის მართვა;
საძოვრების მართვა;
ნარჩენების მართვა;
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება;
ქიმიური ნივთიერებების მართვა;
გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება;
გარემოსდაცვითი ხარჯსარგებლიანობის ანალიზი; 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობა და მონიტორინგი;
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება;
გეოლოგია;
ჰიდროლოგია;
მეტეოროლოგია;
ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა;
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი;
გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები გარემოს დაცვის მიმართულებით;
გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულაციები;
მრავალმხრივი  გარემოსდაცვითი ხელშეკრულებები და საერთაშორისო გარემოსდაცვითი პროცესები;
ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები და ვალდებულებები;
გარემოს დაცვა და ევროინტეგრაცია;
გარემოსდაცვითი ცნობიერება და განათლება.
 
ტრენერის ფუნქცია-მოვალეობები:
  • წინასწარ განსაზღვრული აუდიტორიისთვის სფეროს შესაბამის საკითხებზე ტრენინგის ჩატარება;
  • წინასწარ განსაზღვრული დარგის შესაბამისად ტრენინგ მოდულის, პრეზენტაციისა და ტრენინგთან დაკავშირებული მასალების მომზადება;
  • ტრენინგთან დაკავშირებული საკითხების მართვა და ორგანიზება;
  • ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირის შესაბამისად ტრენინგთან დაკავშირებული მასალების განახლება და ადაპტირება;
  • საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება დადგენილი წესის ან/და შეთანხმების თანახმად;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო აღწერილობის შესაბამისად სხვა ფუნქციების შესრულება.
  •  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს დარგთან/სფეროსთან დაკავშირებული განათლება);
  • სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ტრენერთა ტრენინგი (Training of Trainers);
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ტრენინგის/სემინარის/პრეზენტაციის წარმართვის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება (პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეთოდოლოგიების შემუშავების გამოცდილება, ფლობდეს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს (შეეძლოს ტრენინგების ფარგლებში პრაქტიკული სწავლების დაგეგმვა/განხორციელება)
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს ტრენინგების მოდულების შემუშავება და სწავლის შედეგების სწორად იდენტიფიკაცია;
  • სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B1/B2);
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს Microsoft Word-ს და PowerPoint-ს საშუალოზე მაღალ დონეზე.
  •  
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
 
  • ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ემოციური ინტელექტი;
  • მოტივაცია;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • პრეზენტაციის მომზადება და წარმართვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ვადებზე ორიენტირებულობა;
  • ყურადღების კონცენტრაცია;
  • ანგარიშების წარმოება.
 
ცოდნა:
 
  • სწავლების და ტრენინგის ჩატარების თანამედროვე პრინციპები, მეთოდები და მიდგომები;
  • იცნობდეს გარემოსდაცვით მიზნებსა და ამოცანებს;
  • იცნობდეს სოფლის მეურნეობის მიზნებსა და ამოცანებს;
  • იცნობდეს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიდგომებს;
  • იცნობდეს მდგრადი განვითარების მიზნებს.
  •  
კომპეტენციები:
 
  • ტრენინგის წარმართვის კომპეტენცია;
  • ტრენინგის აუდიტორიის სწორად შერჩევა;
  • სატრენინგო საკითხების სწორად და ეფექტურად იდენტიფიცირება;
  • ჯგუფის დინამიკის მართვის კომპეტენცია;
  • სასწავლო მასალის ადაპტირების კომპეტენცია.
ასევე, კანდიდატი უნდა იცნობდეს შემდეგ დოკუმენტებს:
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება;
  • საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ”;
  • კონვენცია „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ”;
  • სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021-2027);
  • საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა (2017-2021)
  •  
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შეთანხმებით, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. აღნიშნული კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატები გახდებიან სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენერთა ერთიანი ბაზის წევრები, რომლებიც დასაქმდებიან ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრენინგებსა და სასწავლო კურსებში საჭიროების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@eiec.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის და შესაბამისი დარგის და სპეციალიზაციის დასახლება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 17 ოქტომბერი.

კონკურსის ეტაპები:
 
  • I - განცხადებების გადარჩევა
  • II - გასაუბრება
  •  

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდს: http://eiec.gov.ge/ ან დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს, ნიკა გოგიტიძეს (ტელ: 598 783 232. ელ -ფოსტა: nika.gogitidze@eiec.gov.ge). 

გისურვებთ წარმატებას!
 

29.09.2020
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე მესამედ აცხადებს კონკურსს „მწვანე ჯილდო”, სადაც გამოვლინდება 2020 წლის საუკეთესო აღმზრდელი ან/და მეთოდისტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
 
კონკურსის წესები:
 
„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა აღმზრდელ-პედაგოგსა ან მეთოდისტს, რომელიც:
 
  • ამჟამად დასაქმებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში;
  • სააღმზრდელო პროცესში განხორცილებული აქვს „სკოლამდელი  გარემოსდაცვითი განათლების” (სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2MSs5uf) სახელმძღვანელოში მოცემული თემები (ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო; წყლისა და ენერგიის დაზოგვა; ნარჩენების მართვა).
 
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ნოემბერი.
 
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
 
I ეტაპი - საკონკურსო განაცხადების შერჩევა
II ეტაპი - განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია
 
ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო 10-ეულს, რომელთაგან გამარჯვებულს გადაეცემა „მწვანე ჯილდო”.
 
ათეულის ყველა წევრს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.
 
კონკურსში მონაწილეობისთვის ელექტრონულად შეავსეთ საკონკურსო განაცხადის ფორმა (word-ის ფორმატში) და დაურთეთ თქვენ  მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა (ერთ საქაღალდედ). ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
 
საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge
 
გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ: „მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება".
 
► ჩამოტვირთეთ საკონკურსო განაცხადის ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნათია სარალიძე - განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ტელ.: +995 32 2 11 20 23
მობ.: +995 55 35 22 33
ელფოსტა: natia.saralidze@eiec.gov.ge
 
21.09.2020
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერითა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება გრძელდება.

სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები თურქმა ესპერტებმა ჩაატარეს და ქართველ კოლეგებს თანამედროვე მიდგომები გააცნეს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ 2019-2020 წლები სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის წლებად გამოაცხადა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას წელსაც აქტიურად აგრძელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და TIKA-ს თანამშრმლობა  გასულ წელს დაიწყო. 2019 წელს სამინისტროს 40 წარმომადგენელი გადამზადდა თურქეთსა და საქართველოში. მსოფლიოში გავრცელებული covid-19 პანდემიის გამო ტრენინგები ონალინ რეჟიმში მიმდინარეობს.
19.09.2020
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ეკოლიდერებისთვის” და  გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის  ვებინარი “ოზონის შრე და მისი დაცვა საქართველოში” ჩატარდა.  2020 წელს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე ვენის კონვენციის 35 წლის იუბილეს და ოზონის შრის დაცვის 35-წლიან საერთაშორისო თანამშრომლობას და მიღწეულ წარმატებებს მიეძღვნა. 

დისტანციური შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.  

ვებინარზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ვრცლად ისაუბრა ოზონის შრის გათხელების პრობლემის არსზე და ოზონის შრის დაცვისა და აღდგენის  წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე. მომხსენებელმა აუდიტორიას მსოფლიოსა და საქართველოში ოზონის შრის დასაცავად განხორციელებული და დაგეგმილი ქმედებები გააცნო და ამ კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასა. 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ახალგაზრდებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ვებინარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის “საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამის” ორგანიზებით ჩატარდა.

1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმის ხელმოწერასთან დაკავშირებით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და  ეს დღე მსოფლიოს 197 ქვეყანაში აღინიშნება. წელს, ოზონის დაცვის საერთაშორისო  დღე აღნიშნავს მონრეალის ოქმის შექმნის 35-ე წელს. ეს დღე მთელ მსოფლიოს შეგვახსენებს, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ ზრუნვა ოზონის შრის დასაცავად ჩვენი და ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისთვის. 

1996 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ვენის კონვენციას ოზონის შრის დაცვის შესახებ და მონრეალის ოქმს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებათა შესახებ. ქვეყანამ უკვე გადადგა ნაბიჯები ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების - ქლორ-ფტორ-ნახშირბადებისა და წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარების შემცირების კუთხით. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ამ ვალდებულების შესრულებაში.
16.09.2020
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს 15:00 სთ-ზე გაიმართება „2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის“ სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
 
საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული - https://us02web.zoom.us/j/88243696867 ან შეხვედრის ID: 882 4369 6867
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობმა სამუშაო ჯგუფმა“ ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და სამრეწველო სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პრევენციისა და უკეთ რეგულირების მიზნით შეიმუშავა „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის 2020-2022“ სამუშაო ვერსია.
 
ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი კომენტარებისა და  მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა 27 აგვისტოს.
 
დანართი: “ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის 2020-2022“ სამუშაო ვერსია
09.09.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლის  განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

“ეკო-გრანტების პროგრამის” ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის და იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში (სამტრედია, ვანი, ხონი) ჩატარდა  ტრენინგები თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტმა ლაშა ციგრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა თხილის წარმოების აგროტექნოლოგიაზე, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებებზე, მოსავლის აღებისა და შენახვის პირობებზე,  მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე  ტექნოლოგიებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მიმდინარე ტრენინგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ტრენინგის პირველი ნაწილი დაეთმო კლიმატის ცვლილებას, მისგან გამოწვეულ რისკებს და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას, რომელიც მსმენელებს “ეკო-გრანტების პროგრამის” ფარგლებში, მარი ბენდელიანმა გააცნო. 
ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ტრენერისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებში არის პრიორიტეტული.  

ტრენინგების  ფარგლებში სულ 260-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა.

“ეკო-გრანტების პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და გადამზადების კურსები მეფუტკრეობის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში. “ეკო-გრანტების პროგრამა" ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC".
05.09.2020
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 25-36 (of 719)

Latest news