გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან გამართა ვებინარები გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით თემებზე: ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება, ნიადაგის დეგრადაცია, კლიმატის ცვლილება, ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ღვინის და საკვების შეხამება. დისტანციურ ლექციებს ცენტრის თანამშრომლებთნ ერთად უძღვებოდნენ სხვადასხვა დარგის მოწვეული ექსპერტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.
ჯამში გასული კვირის განმავლობაში ვებინარებში მონაწილეობა მიიღო 287-მა მოსწავლემ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და ნებისმიერ მოსწავლეს სთავაზობს სხვადასხვა ვებინარს.

დისტანციური სწავლების განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, მათ შორის მოსწავლეს, მასწავლებელს თუ მშობელს, შეუძლია შეავსოს მითითებული სარეგისტრაციო ფორმა - http://tiny.cc/hiqxmz, აირჩიოს მისთვის საინტერესო თემა და გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმოს ვებინარი მოსწავლეების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.
05.02.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარი “ეკოსისტემური სერვისები” გაიმართა. ლექციის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეკოსისტემური სერვისები, სერვისების შეფასების მეთოდები და მათი მდგრადი მართვის მნიშვნელობა.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო და ეკოსისტემური სერვისების მდგრადი გამოყენების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
04.02.2020

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, პროექტის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში’’ ფარგლებში ჩატარდა გასვლითი შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებისათვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ცენტრის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავებას, გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრა გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების მინისიტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა რომ სამინისტროსა და UNDP - ის თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში შემავალი სამსახურების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ 2019 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმსჯელეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, UNDP-თან თანამშრომლობით, ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

02.02.2020

Enhancement of the National Biodiversity Monitoring System (NBMS) has been the core objective of the consultative-working meeting conducted within the European Union-funded project - “Support to implementation of the Environmental provisions of the EU-Georgia Association Agreement”. The meeting was organized as a joint effort with the Department of Biodiversity and Forestry of the Ministry of Environmental Protection and Agriculture (MEPA).

Apart from the CSOs’ representatives, the meeting enjoyed meaningful presence of various organizations, such as the German Corporation for International Cooperation, World Bank, Caucasus Nature Fund, SABUKO and NACRES, for sharing their respective expertise. In the course of these meetings, experts from Georgia, Lithuania, the Netherlands and Romania – dwelled on their best practices and recommendations for ensuring biodiversity monitoring system enhancement in Georgia. The foreign attendees to the meeting also stressed out how vital sharing experience is for an effective formulation of the NBMS. The year of 2020 has been of utmost importance due to launching legislative efforts for the National Biodiversity Monitoring System (NBMS) enhancement. 

The European Union-funded project - “Support to implementation of the Environmental provisions of the EU-Georgia Association Agreement (AA)” will assist the European Union to adhere to the environment provisions of the AA, protect nature, decrease pollution and improve air quality. The leading partner of the project is the TRANSTEC consortium. 

30.01.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტის რეგიონებში მომუშავე ინსპექტირებისთვის ტრენინგები გაიმართა ქ.ქუთაისა და ქ.ბათუმში.
ტრენინგები მიზნად ისახავდა საქართველოში ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის, ასევე ლაქებსა და საღებავებში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის კუთხით დაგეგმილი ევროპული მოთხოვნების გაცნობას და მათი აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერებას. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოფს ბენზინის შენახვა დისტრიბუციიდან და ლაქ-საღებავების გამოყენებიდან აონ-ების გაფრქვევების და მისგან წარმოქმნილი მიწისძირა ოზონის კონცენტრაციის შემცირებას.
ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპელი და ქართველი ექსპერტები, რომელთაც ინსპექტორებს გააცნეს აონ-ების გაფრქვევის შემცირების მიზნით დაგეგმილი მოთხოვნიების საკანონმდებლო საფუძვლები და გაუზიარეს ინსპექტირების საუკეთესო თანამედროვე ევროპული გამოცდილება.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაციების შემოღება, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებებით ევროპული სტანდარტების დაწესებას, ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას.
ტრენინგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘’მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულების განხორციელების” ფარგლებში გაიმართა.
29.01.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას ეკოლიდერთა სკოლაში. 
 
ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს IX-დან XII კლასის ჩათვლით.
 
რატომ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან?

 

  • კვალიფიციური ადამიანებისგან მიიღებთ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ;
  • გაეცნობით პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებთ პრობლემების გადაჭრის გზებზე; 
  • გაიუმჯობესებთ საკუთარი მოსაზრების წარდგენისა და პოზიციის დაცვის უნარებს;
  • გაიუმჯობესებთ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარებს;
  • გაიუმჯობესებთ კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს;
  • შეიძენთ ახალ მეგობრებს.
  •  
 
სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები:
  • ლექცია
  • როლური თამაშები
  • დისკუსიები
  • საველე გასვლა 
  • საინტერესო სტუმრები
 

 
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.
 
ეკოლიდერთა სკოლაში სწავლისათვის საჭიროა 25 თებერვლამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
 
მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: 

  • პირველი ეტაპი - აპლიკაციების გადარჩევა (პირველი ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით 28 თებერვლის ჩათვლით).
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება ( მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით 6 მარტის ჩათვლით)

 
ეკოლიდერთა სკლაში სწავლა უფასოა!
 
შეხვედრები გაიმართება 9-დან 13 მარტის ჩათვლით თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #6).
 
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2sqI5Le 
 
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით!
საკონტაქტო პირი: მარიამ არჩუაძე (597 77 23 57, mariam.archuadze@eiec.gov.ge); 
ქეთევან შვანგირაძე ( 558 56 77 76; ketevani.shvangiradze@eiec.gov.ge ).

24.01.2020

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს 2019 წელს სამინისტროს თნამშრომელთათვის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ხელშეწყობით 2019 წლის განმავლობაში სამინისტროს სხვადასხვა ერთეულის 40-მდე თანამშრომელმა გაიარა ტრენინგები, როგორც საქართველოში ასევე თურქეთში.
შეხვედრის ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის პროგრამის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნეჯლა დემირდაღმა სამინისტროსა და სააგენტოს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ 2019-2020 წლები სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის წლებად გამოაცხადა და 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას. ქალბატონი ნეჯლას განცხადებით, სააგენტო ასევე განიხილავს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან სამომავლოდ სხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასაც.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობა და ტრენინგის მონაწილეები ესწრებოდნენ.

21.01.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის (FAO) დაფინანსებით და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) თანამშრომლობით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს ჩაუტარდათ სასერთიფიკატო კურსი “დარგობრივი ინგლისური გარემოსდაცვასა და სოფლის მეურნეობაში”. კურსი ინტეგრირებული იყო, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული დავალებებით და მოიცავდა გარემოსდაცვით და სოფლის მეურნეობის საკითხებს. ლექციებს კითხულობდნენ ჯიპას პროფესორები და მოწვეული უცოხელი და ქართველი ტრენერები.
18.01.2020

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2019 წელსსკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა დაინერგა მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 1200-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი.
განმანათლებლების წახალისების მიზნით გაიმართა კონკურსი „მწვანე ჯილდო 2019“, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 120 აღმზრდელი და მეთოდისტი ჩაერთო
დაწყებითი საფეხურის საგნებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა ტრენინგმოდული და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “ახალი სკოლის მოდელის” რეფორმის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდა კურიკულუმის 100-მდე ექსპერტს.
აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით უწყვეტი განათლების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გაიმართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდა მეპაიეებს, გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით გაიმართა ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით. სულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 1700-ზე მეტმა პირმა
საგანმანათლებლო ლექცია-სემინარები გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით მოისმინა 1400-მდე ახალგაზრდამ.

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ცნობიერების ამაღლების მიზნით:
მტაცებლებისა და ქვეწარმავლების (გველების) შესახებ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები 23 მუნიციპალიტეტში, რომელშიც მონაწილობა მიიღო 600-ზე მეტმა ადგილობრივმა მოსახლემ
ატმოსფერული ჰაერის, ტყისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ მომზადდა რადიო გადაცემა “მწვანე ეთერი”

გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად გაიმართა საჯარო განხილვები

ელეტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით:
შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი (air.gov.ge) და მოხდა ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემების ინტეგრირება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) პორტალთან
განახლდა ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ ელექტრონული პროგრამა.განახლდა და მოხდა რთველის აღრიცხვის პროგრამის დაკავშირება მევენახეთა კადასტრის პროგრამასთან.

დაწყებულია:
ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა.
ნარჩენების მართვის პროგრამის ახალი მოდულის შემუშავება.
აგროდაზღვევის პოლისების სერვისის მომზადება.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების და წყლის რესურსებთან დაკავშირებით ელექტრონული სისტემების შექმნა.

 
 
31.12.2019

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობების გაძლიერების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ ჩატარდა ტრენინგები თემაზე - მსხვილფეხა რქოსანი პიუტყვის ხელოვნური განაყოფიერება. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-მდე მეპაიეე.

კოოპერატივების წევრი ფერმერების ჩართვა თანამედროვე ტექნოლოგიებით ხელოვნური განაყოფიერების წარმოებებაში ტრენინგების განხორციელბის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მეპაიეებმა ტრენინიგის ფარგლებში გაიარეს, როგორც თეორიულია ასევე პრაქტიული კურსი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2020 წლისთვის კვლავ გეგმავს საქართველოს მასშტაბით მეპაიეების სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით გადამზადებას.

29.12.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისათვის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ტრენინგი - “პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საკანონმდებლო მოთხოვნები და მათი ორგანიზების/განხორციელების თავისებურებები” - გაიმართა.

ტრენინგის მიზანს ცენტრის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და მათთვის პროფესიული კურსების აკრედიტაციის პროცესისათვის საჭირო პროცედურების გაცნობა წარმოადგენდა. ტრენინგის შემდეგ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ისეთი პროფესიული პროგრამების აკრედიტაციის პროცესზე, რომლის დეფიციტსაც როგორც აგრარული ისე გარემოსდაცვითი სფერო განიცდის.

27.12.2019
2019 წლის 27 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაწყებული “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები დასრულდა. საჯარო განხილვების ფარგლებში სულ გაიმართა ხუთი შეხვედრა, მათ შორის, ერთი ზოგადი, რომელზეც მოხდა მთლიანი კანონპროექტის ზოგადი მიმოხილვა და ოთხი ეტაპობრივი შეხვედრა, რომლებზეც კანონის პროექტი განხილული იქნა თავების მიხედვით. საჯარო განხილვებზე დასწრება ყველასთვის თავისუფალი იყო. კანონპროექტის საჯარო განხილვებში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. საჯარო განხილვებზე წარმოდგენილი კომენტარები და შენიშვნები, შეძლებისდაგვარად, აისახება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით.

კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია უზრუნველყოს: ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება; ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით; ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აღნიშნულ სახეობებს; გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.
22.12.2019
 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 
Displaying results 97-108 (of 719)

Latest news