მედია   სიახლეები   გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს “მწვანე ჯილდოს” კონკურსს
13.10.2021

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს “მწვანე ჯილდოს” კონკურსს 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტის და დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მასწავლებლების გამოსავლენად მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელს/მეთოდისტს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს  შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან  “გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.

კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 მარტი.

გამარჯვებული გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

1. განაცხადების შერჩევა

  1. 2. განხორციელებული აქტივობების/პროექტების პრეზენტაცია
ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ათეულს, რომელთაგან გამარჯვებულ მასწავლებელსა და აღმზრდელს/მეთოდისტს გადაეცემათ “მწვანე ჯილდო”.
 
კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულად შეავსეთ შესაბამისი განაცხადის ფორმა (word-ის ფორმატში) და სურვილის შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ თქვენ  მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა (ერთ საქაღალდედ). ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. 
 
> განცხადის ფორმა სკოლამდელი აღმზრდელებისთვის/მეთოდისტებისთვის  
 
> განაცხადის ფორმა დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის 
 
საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელ.ფოსტის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ „მწვანე ჯილდო - დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის” ან “მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით:

განათლების პროექტების სამსახური
ტელ.: +995 32 2 11 20 23
 
ნათია სარალიძე  
მობ.: +995 555 35 22 33
ელ.ფოსტა: natia.saralidze@eiec.gov.ge 
 
ნინო ტაბატაძე
მობ.: +995 598 50 31 51
ელ.ფოსტა: nino.tabatadze@eiec.gov.ge

  
 

Latest news