მედია   სიახლეები   გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 2020
05.06.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ევროკავშირის ორგანიზებით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ განხორციელდა.

ასევე, ჩატარდა “მწვანე გაკვეთილი” ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, ძირითად საფრთხეებზე, გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზებზე, რომელზეც ცენტრის თანამშრომელმა მარიამ არჩუაძემ ისაუბრა.

კვირეულის ფარგლებში მხატვარ-კარიკატურისტმა ზაალ სულაკაურმა ბავშვებისთვის ჩაატარა “ხატვის მწვანე გაკვეთილი - როგორ დავხატოთ ბიომრავალფეროვნება”,რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები გაეცნენ და ისწავლეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობის ხატვის თავისებურებები.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა ვებინარი “ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილება”, რომელსაც უძღვებოდა ბიომრავალფეროვნების ექსპერტი კახა არცივაძე.

“მწვანე კვირეულის” ფარგლებში ასევე დაიგეგმა სოციალური კამპანია, რომლის განმავლობაში სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდა “52 მწვანე რჩევა” - როგორ შეიძლება იცხოვრო უფრო „მწვანე“, სუფთა, ჯანსაღი, გონივრული, ეკოლოგიური და გარემოსადმი მეგობრული ცხოვრებით. განთავსდა საინფორმაციო ვიდეორგოლები ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ, ეკოფაქტები და ონლაინ კითხვარი ბიომრავალფეროვნებაზე.
 

იხ.გალერეა

Latest news