მედია   სიახლეები   ვებინარები 300-მდე მოსწავლისთვის გარემოსდაცვით და აგრარულ თემებზე
02.05.2020

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან გამართა ვებინარები გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით თემებზე: ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება, ნიადაგის დეგრადაცია, კლიმატის ცვლილება, ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ღვინის და საკვების შეხამება. დისტანციურ ლექციებს ცენტრის თანამშრომლებთნ ერთად უძღვებოდნენ სხვადასხვა დარგის მოწვეული ექსპერტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

ჯამში გასული კვირის განმავლობაში ვებინარებში მონაწილეობა მიიღო 287-მა მოსწავლემ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და ნებისმიერ მოსწავლეს სთავაზობს სხვადასხვა ვებინარს.

დისტანციური სწავლების განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, მათ შორის მოსწავლეს, მასწავლებელს თუ მშობელს, შეუძლია შეავსოს მითითებული სარეგისტრაციო ფორმა - http://tiny.cc/hiqxmz, აირჩიოს მისთვის საინტერესო თემა და გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმოს ვებინარი მოსწავლეების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.

Latest news