მედია   სიახლეები   კონკურსი „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“
05.06.2020

22 მაისს, დედამიწის დღეს გამოცხადებული კონკურსი „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“ დღეს, 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს დასრულდა და სამი საუკეთესო ფინალისტი გამოვლინდა.

ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიერ გამოცხადებული ეკო- კონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვას ისახავდა მიზნად, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს გარემოს დაცვისკენ მიმართული გზავნილები და ამ თემასთან დაკავშირებული მასალები უნდა შეექმნათ. კონკურსში მონაწილობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 160 მოსწავლემ მიიღო და საკონკურსო თემაზე სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი ნამუშევარი შექმნეს და ამ პროცესში მათი ოჯახის წევრებიც აქტიურად ჩართეს.

საუკეთესო კონკურსანტების გამოსავლენად სპეციალურმა ჟიურიმ იმუშავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მყარი ნარჩების მართვის კომპანიის, მწვანეთა მოძრაობის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების სენის, ორქისის და დავიცვათ საქართველოს სისუფთავის წარმომადგენლები. მათი შეფასების შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ეკომეგობრული პრიზებით დაჯილდოვდებიან.

Latest news