მედია   სიახლეები   კონკურსი სათემო ორგანიზაციებისთვის - ,,შექმენი უსაფრთხო თემი”
13.10.2021

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით პროექტის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სათემო ორგანიზაციებისთვის - ,,შექმენი უსაფრთხო თემი”. 
 
კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება. 
 
წარმოდგენილი პროექტი დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთთან, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ისე თემისთვის. 

კონკურსი მონაწილეობა შეუძლია პროექტის 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) სათემო ორგანიზაციებს.


განაცხადის წარდგენის პროცედურა 

განმცხადებლებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 15 ნოემბერისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@eiec.gov.ge  (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: ,,კონკურსი სათემო ორგანიზაციებისთვის’’). 

განმცხადებელმა ცენტრს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
 

  • *პროექტის სრული განაცხადი (ორგანიზაციის ბლანკით ან შტამპით და დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული);
  •  
  • *დეტალური და პუნქტების მიხედვით გაწერილი ბიუჯეტი (Excel-ის ფორმატში);
  • საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;
  •  
  • *პროექტის  ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობის განმახორციელებლის რეზიუმე;
  •  
*კონკურსში წარმოდგენილი პროექტები მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარს უნდა ასახავდეს. პლაგიატის შედეგად კონკურსიდან ორგანიზაციისა და პროექტის დაუყოვნებლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვება.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა მასალა და დოკუმენტი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განკარგულებაში რჩება. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ცენტრი მხოლოდ განხილვის მიზნით გამოიყენებს და არ გაუზიარებს გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 ნოემბერი
 
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
 
     I ეტაპი - განაცხადების შერჩევა
 
     II ეტაპი - საპროექტო წინადადების  პრეზენტაცია 
 
ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად გადაეცემა 4000 აშშ დოლარი.

საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge საკონტაქტო პირი: პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ელ.ფოსტა: tamar.shervashidze@eiec.gov.ge,  მობ: 595958825).


იხ.დანართები:

ანართი 1 საპროექტო განაცხადის ინფო

ანართი 2 ბიუჯეტი

დანართი 3 პროექტის შესახებ ინფორმაცია
 

 

Latest news