მედია   სიახლეები   საგრანტო კონკურსი - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“
26.11.2020

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“.

კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით.

კონკურსის წესები
  • კონკურსი ტარდება პროგრამის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროექტის 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში (გორი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, სამტრედია, აბაშა, ხობი, სენაკი, ქობულეთი) არსებულ სკოლებს.
 
  • წარმოდგენილი პროექტი დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთთან, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ისე თემისთვის. 
 
  • კონკურსის ფარგლებში მონაწილე ზოგადასაგანმანათლებლო  დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს საპროექტო წინადადება, რომლის განხორციელების შედეგადაც უზრუნველყოფს სკოლის მედეგობის გაძლიერებას ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ და ადგილობრივი თემის ჩართულობას. პროექტის აქტივობების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.


პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
 
  • წარმოდგენილი პროექტი უნდა უკავშირდებოდეს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან მუნიციპალიტეტისთვის პრობლემურ მინიმუმ ერთ გამოწვევას;
  •  
  • პროექტი უნდა ასახავდეს კატასტროფის რისკის მართვის მზაობის კომპონენტს;
  •  
  • პროექტი უნდა მოიცავდეს გრძელვადიან და მოკლევადიან აქტივობებს;
  •  
  • მნიშვნელოვანია, პროექტში იკვეთებოდეს კავშირები კატასტროფის მართვის ფაზებს შორის; (მაგალითად, თუ მზაობის ფაზა ითვალისწინებს გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას, აუცილებელია გაიწეროს მისი გამოყენებისა და სწავლების კომპონენტიც, შესაბამისად რეაგირების ფაზაში სამიზნე ჯგუფს ექნება აღჭურვილობა და ეცოდინება მისი გამოყენება);
  •  
  • პროექტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფ(ებ)ის შესახებ განათლების ხელშეწყობის და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს;
  •  
სასურველია, ინიცირებული და განხორციელებული პროექტი უზრუნველყოფდეს თემის შიგნით ინსტიტუციებს შორის კავშირებს (მაგ. სკოლებსა და თვითმმართველობას შორის, სკოლებსა და თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს შორის);
 
  • მნიშვნელოვანია ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული ჩართულობა თემის წარმომადგენლების და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად;
  •  
პროექტში მოწყვლადი ჯგუფებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობა ჩაითვლება უპირატესობად.

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

     I ეტაპი - განაცხადების შერჩევა

     II ეტაპი - საპროექტო წინადადების  პრეზენტაცია 


ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს 2 ფინალისტს. 

     I ადგილის მფლობელ სკოლას გადაეცემა 600 აშშ დოლარი
     II ადგილზე გასულ სკოლას 400 აშშ დოლარი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 12 თებერვალი

საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge 

კონკურსთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ელ.ფოსტა: tamar.shervashidze@eiec.gov.ge,  მობ: 595958825).

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, განაცხადის ფორმა და სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

იხ.დანართი


საკონკურსო განაცხადის ფორმა

ბიუჯეტის ფორმა

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ და ძირითადი ტერმინები




 

Latest news