მედია   სიახლეები   სამრეწველო ემისიების შესახებ'' საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
24.11.2021

გაცნობებთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა კანონის პროექტი "სამრეწველო ემისიების შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

კანონპროექტის შემუშავება გათვალისწინებულია „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“. კანონპროექტი ეფუძნება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ 2010 წლის 24 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივას და ადგენს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიებთან დაკავშირებულ ახალ სამართლებრივ რეჟიმს, მათ შორის, დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობებისთვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, პირობებს, პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური/იურიდიული პირების უფლება/მოვალეობებს და სხვა.  
 
საჯარო გაცნობისა და განხილვის მიზნით, სამინისტრო აქვეყნებს ,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნების და წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია 2021 წლის 15 - დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Akaki.Veltauri@mepa.gov.ge
 
იხ. დანართებიკანონის პროექტი - სამრეწველო ემისიების შესახებ 2021წ
                 ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“2021წ
                 
„ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“2021წ
                 ცვლილება სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებელის შესახევ 2021წ
                 ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსი 2021წ
                 
ცვლილება შეფასების კოდექსში 2021წ
                 ცვლილება ცხოველთა სამყაროს კანონის შესახებ 2021წ
         „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
                ცვლილება ჰაერის შესახებ კანონში 2021წ
                ცვლილება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ 2021
                 
                 
               
 

Latest news