მედია   სიახლეები   ქ.რუსთავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ტრენინგები გაიმართა
12.10.2021

ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ქ.რუსთავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგები ჩაატარა.

მონაწილეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისაგნ მიიღეს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის, მისი გაუმჯობესების გზების, მონიტორინგის, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და სამრეწველო სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პრევენციისა და რეგულირების მიზნით, „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022“ მოქმედებს.

Latest news