ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ფოტოკონკურსი თემაზე: ნიადაგი ურბანულ ქალაქებში

ფოტოკონკურსი თემაზე: ნიადაგი ურბანულ ქალაქებში

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „ნიადაგი ურბანულ ქალაქებში“.

კონკურსი ღიაა ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის!

კონკურსის მიზნებია

●     ნიადაგის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

●     ვიზუალური მასალის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება საინფორმაციო კამპანიებსა და ღონისძიებებში (პუბლიკაციებში, დოკუმენტებში, პრეზენტაციებში)

●     ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება

●     ურბანიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება — მრეწველობისა და წიაღისეულის მოპოვების გავლენის ასახვა ნიადაგზე

●     ნიადაგის ეკოსისტემაზე ურბანიზაციის ზეგავლენის წარმოჩენა — ფოტოსურათებზე შესაძლებელია აისახოს მცენარეთა ან სხვა ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობა ურბანულ გარემოში.

ფოტოსურათების წარდგენის წესი

●     თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ხუთი ფოტო

●     ფოტოები უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: info@eiec.gov.ge. ფაილის გადმოსაგზავნად შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ფაილგადამცემი სერვისი, მაგალითად,WeTransfer

●     თითოეულ ფოტოს უნდა ჰქონდეს სათაური და მოკლე აღწერა (მაქს. 150 სიტყვა) — სად და როდისაა გადაღებული და რას ასახავს

●     წარდგენილი ფოტო მასალა არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს (სავაჭრო ნიშანი, პირადი ცხოვრება, პუბლიკაციის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები)

●     ფოტოზე არ უნდა იყოს დატანილი თარიღები, ტექსტი, ბრენდების სახელები, ლოგოები ან სავაჭრო ნიშნები

●     გამოგზავნისას, მიუთითეთ სახელი, გვარი, ასაკი, კონტაქტი(მობილურის ნომერი), ფოტოს სათაური და მოკლე აღწერა.

 

პირობები და საავტორო უფლებები

●     წარდგენილ ფოტოებზე საავტორო უფლებები დაცული იქნება.

●     ფოტოს გამოქვეყნებისას ყოველთვის მიეთითება ავტორის სახელი

●     მონაწილეობა გულისხმობს თანხმობას, რომ EIEC-ს შეეძლება გამოიყენოს ფოტო საინფორმაციო მასალებში, პრეზენტაციებში, პუბლიკაციებსა და სოციალურ არხებზე

ტექნიკური მოთხოვნები

●     ფორმატები: .jpeg .png

●     ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის არა ნაკლებ 18 მეგაპიქსელისა და მაქსიმუმ 3 MB.

●     მიიღება როგორც ფერადი, ისე შავთეთრი ნამუშევრები

●     ფოტოზე არ უნდა იყოს დატანილი თარიღები, ტექსტი, ლოგოები, ბრენდების სახელები ან სავაჭრო ნიშნები

ჟიური

შეფასებას განახორციელებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც შედგება გარემოს დაცვის, ფოტოგრაფიისა და ვიზუალური კომუნიკაციის სპეციალისტებისგან.

პრიზები

●     აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები

●     გამარჯვებულები მიიღებენ

1) აიპადი

2) ქრომბუქი

3) ქრომბუქი

                   გამარჯვებულთა ნამუშევრები გამოქვეყნდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში

ვადები

●     განცხადებების მიღება დაიწყება 3 ნოემბერს,2025წელი

●     განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 21ნოემბერი,2025წელი

საჯარო განხილვების არქივი