ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

აგროსკოლა 2026 - რეგისტრაცია იწყება!

აგროსკოლა 2026 - რეგისტრაცია იწყება!

2022 წლიდან სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წარმატებით ახორციელებს სასწავლო პროგრამას „აგროსკოლა“, რომელიც განკუთვნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში აგრარული სფეროს მიმართ ინტერესის გაღვივება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და თანამედროვე სოფლის მეურნეობის პრაქტიკული ცოდნის მიღება.

პროექტი ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, შვეიცარიული აგრარული სკოლის „კავკასია“-სა და საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“-ს თანამშრომლობით.

პროგრამის ფორმატი:

აგროსკოლა ტარდება ივნისში - საზოგადოებრივ კოლეჯ „აისი“- ში 
ხანგრძლივობა: 5 დღე
მონაწილეთა რაოდენობა: 20 მოსწავლე 

რას ისწავლი?

პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს:

თეორიული ნაწილი:

პროგრამა მოიცავს შემდეგ თეორიულ თემებს:
აგრონომიის საფუძვლები; 
ნიადაგის სტრუქტურა და ნაყოფიერება;
მცენარეთა დაცვის თანამედროვე მეთოდები;
აგროტექნოლოგიები და ინოვაციები; 
მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპები.

 
პრაქტიკული ნაწილი:

მონაწილეები ჩაერთვებიან პრაქტიკულ აქტივობებში, მათ შორის:
ნიადაგის დამუშავება და მოვლა; 
მცენარეთა დათესვა და დარგვა; 
სარწყავი სისტემების გამოყენება; 
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობა; 
მცენარეთა მოვლისა და დაცვის პრაქტიკული მეთოდები. 


პროგრამის ბოლოს გაიმართება მონაწილეთა დაჯილდოება, სადაც ყველა წარმატებულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
აგროსკოლის მონაწილეები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს:
1. განაცხადის განხილვა 
2. გასაუბრება 
 თუ ხარ IX-XII კლასის მოსწავლე და დაინტერესებული ხარ აგრარული სფეროთი -
დარეგისტრირდი ახლავე და მიიღე უნიკალური გამოცდილება!
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 მაისი!

https://docs.google.com/forms/d/1ayXfHmjh2sIe1AsX3AleBRF3pIJIBd2b2wUC2KxbW5M/edit

საჯარო განხილვების არქივი