ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განიხილეს

ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განიხილეს

ქალაქ ვენაში World Bank-ის ორგანიზებით საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კლიმატის ცვლილებასთან სტრატეგიული ადაპტაციის დაგეგმვისა და რესურსების მობილიზების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

შეხვედრა მონაწილე ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო, სადაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მზარდი გამოწვევების საპასუხოდ ეფექტიანი პოლიტიკის, დაფინანსების მექანიზმებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესახებ იმსჯელეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის კოორდინატორმა, რომელიც ხელმძღვანელობს United Nations Environment Programme-ისა და Green Climate Fund-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს – „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) პროცესის მხარდასაჭერად“.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმვის, სექტორული პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ქვეყნებს კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან გამკლავებასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ეხმარება.

საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის განხორციელების პროცესში ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების ინტეგრირებას.

საჯარო განხილვების არქივი