ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსი „ჩემი წილი სუფთა ჰაერი“ დასრულდა!

კონკურსი „ჩემი წილი სუფთა ჰაერი“ დასრულდა!

წარმოგიდგენთ გამარჯვებულების ესეებს, რომლებიც გამოხატავს მათ ხედვას, პასუხისმგებლობას და ზრუნვას სუფთა ჰაერზე.

კონკურსში ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა:

● I ადგილი – ანდრია ქრისტესიაშვილი
● II ადგილი – ლიზი ლურსმანაშვილი
● III ადგილი – ანიტა გოგოლაძე
● IV ადგილი – აზა კახნიაშვილი
● V ადგილი – მათვეი პალოსიან

კონკურსში მონაწილეობდა თორმეტი მუნიციპალიტეტის ორასზე მეტი VII-XII კლასის მოსწავლე, მათ შორის – ხაშურიდან, ქარელიდან, გორიდან, კასპიდან, მცხეთიდან, წალკიდან, თეთრიწყაროდან, დმანისიდან, ბოლნისიდან, მარნეულიდან, გარდაბნიდან და რუსთავიდან.

ესსეების კონკურსი ჩატარდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს №1431 განკარგულებით დამტკიცებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმის ფარგლებში და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის აქტივობებს, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვას და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას.

მადლობას მოგახსენებთ ყველას მონაწილეობისთვის!

საჯარო განხილვების არქივი