გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა.
ტრენინგი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე თამთა დევდარიანმა გახსნა, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს ცენტრის პრიორიტეტები და მიმდინარე აქტივობები, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებები გააცნო. ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) შესახებ. პროექტის, პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემის მოდერნიზება საქართელოს სოფლის მეურნებაში (ფაზა - 3)კოორდინატორმა თამარ სანიკიძე მათ ცოდნის გადაცემის თანამედროვე მიდგომებსა და იმ პლატფორმებზე ესაუბრა, რომლებიც აგრარული სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.
სტუდენტებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ცენტრის განათლების სამსახურის წარმომადგენელმა ანა გულაღაშვილმა.
სოფლის განვითარების მიმართულებით არსებული პროგრამები ტრენინგის მონაწილეებს სოფლის განვითარების სააგენტოს ბიზნესპროცესების ანალიზის სამსახურის უფროსმა სალომე ბადაშვილმა გააცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლიკა ფხოველიშვილმა სტუდენტებს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ მოაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში მედიის როლზე.
ტრენინგის ბოლოს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ აგრარული პოლიტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით კითხვები დაესვათ და პასუხები დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა.
პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემის მოდერნიზება საქართელოს სოფლის მეურნებაში (ფაზა - 3).