საჯარო სექტორში ეფექტიანი მმართველობისა და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ბაზაზე გაიმართა სიღრმისეული ტრენინგ კურსი – „სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვა“, რომელიც განკუთვნილი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელი პირებისათვის.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ადამიანური რესურსების მართვის აღქმა, როგორც ერთიანი მმართველობითი სისტემისა, სადაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ლიდერობა, ორგანიზაციული სტრუქტურა, სამუშაოს ანალიზი, შესრულების მართვა, მოტივაცია და პროფესიული განვითარება.
ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიული ფორმატით და მოიცავდა დისკუსიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გამოცდილების გაზიარებას, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა მიღებული ცოდნა უშუალოდ საკუთარ სამუშაო გარემოში გადაეტანათ.
ტრენინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.