ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თბილისის 130-ე და 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პლასტმასის გამოყენების შემცირების, ნარჩენების მართვის საკითხებზე და დეფიციტური პროფესიების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

თბილისის 130-ე და 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პლასტმასის გამოყენების შემცირების, ნარჩენების მართვის საკითხებზე და დეფიციტური პროფესიების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ აქტივობებსა და ჯგუფურ სამუშაოებს. 

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ნარჩენების მართვის, პლასტიკის გარემოზე ზემოქმედების, ეკოკლუბების როლისა და დეფიციტური პროფესიების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დეფიციტური პროფესიების შესახებაც.

შეხვედრები ჩატარდა თბილისის №103 და №130 საჯარო სკოლებში.

შეხვედრები მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერას, ასევე ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის წახალისებას სამომავლო გარემოსდაცვით ინიციატივებში.

საჯარო განხილვების არქივი