ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თბილისის 63-ე და მე-16 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა. ტრენინგები პლასტმასის მოხმარების შემცირებასა და ნარჩენების მართვის აქტუალურ საკითხებს დაეთმო.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პლასტმასის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ და გაეცნენ ნარჩენების დახარისხების პრაქტიკულ მიდგომებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პლასტმასის ალტერნატივების გამოყენების მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ახალგაზრდებთან მუშაობა ცენტრისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

საჯარო განხილვების არქივი