მწვანე ბანაკის „კლიმატის ელჩები“ მონაწილეების შერჩევა დაიწყო
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, მწვანე ბანაკის „კლიმატის ელჩები“ მონაწილეების შერჩევას აცხადებს. ბანაკი 1 - 7 ივლისს, ბაკურიანში გაიმართება.
მწვანე ბანაკის მიზანია 15 - 17 წლის ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი საკითხებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმაონ ცოდნა კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით, ასევე განივითარონ გუნდური მუშაობის, ეფექტიანი კომუნიკაციის, პროექტების წერისა და პრეზენტაციის უნარები.
ბანაკის ფარგლებში მონაწილეები ლიდერებთან ერთად შეიმუშავებენ გარემოსდაცვით ინიციატივებს, რომელთა განხორციელებასაც ადგილობრივ დონეზე შეძლებენ. აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და გარემოსდაცვით პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის გაზრდას.
მწვანე ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩევიან. შერჩევის პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება:
• სააპლიკაციო ფორმის შევსება;
• გასაუბრება.
სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/katgkDRw7qQbe1uFA
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მიესალმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობას და უზრუნველყოფს შესაბამის პირობებს. აპლიკაციის შევსებისას მონაწილეებმა სპეციალური საჭიროებების შესახებ უნდა მიუთითონ.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი.
მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში იმართება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვის გაძლიერებას და ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი მარიამ სესიტაშვილი
ტელ.: 598 620 024
ელ. ფოსტა: