ბაქოში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCCC) Climate Week-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას საქართველოს სახელით ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) პროექტის კოორდინატორი ეკა მამალაძე დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პოლიტიკისა და დაგეგმვის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებს, მათ შორის ეროვნული ადაპტაციის გეგმების (NAP) განხორციელების მექანიზმებს, ადაპტაციის დაფინანსებას, კლიმატურ რისკებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, Monitoring, Evaluation and Learning (MEL) სისტემებსა და ადაპტაციის შედეგების შეფასებას.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და პრაქტიკას, ასევე გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.
ღონისძიებაზე მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის შემუშავებისა და შემდგომი განხორციელების პროცესისთვის, მათ შორის სექტორული პრიორიტეტების, საინვესტიციო საჭიროებებისა და ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით.