მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ ცნობიერება გარემოსდაცვით თემებზე და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ პროექტები ადგილობრივ დონეზე. ბანაკის პროგრამა მოიცავს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა:
⦁ ტყის რესურსების მართვა; 
⦁ ბიომრავალფეროვნება; 
⦁ ატმოსფერული ჰაერის ხარისხი; 
⦁ კლიმატის ცვლილება და კატასტროფების რისკის შემცირება; 
⦁ თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვა; 
⦁ საქართველოსთვის დამახასიათებელი გეოლოგიური საფრთხეები; 
⦁ ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მნიშვნელობა და როლი საქართველოში. 
მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე და ერთვებიან გუნდურ აქტივობებში.