სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „ნიადაგი ურბანულ ქალაქებში“.
კონკურსი ღიაა ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის!
● ნიადაგის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
● ვიზუალური მასალის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება საინფორმაციო კამპანიებსა და ღონისძიებებში (პუბლიკაციებში, დოკუმენტებში, პრეზენტაციებში)
● ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება
● ურბანიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება — მრეწველობისა და წიაღისეულის მოპოვების გავლენის ასახვა ნიადაგზე
● ნიადაგის ეკოსისტემაზე ურბანიზაციის ზეგავლენის წარმოჩენა — ფოტოსურათებზე შესაძლებელია აისახოს მცენარეთა ან სხვა ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობა ურბანულ გარემოში.
● თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ხუთი ფოტო
● ფოტოები უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: info@eiec.gov.ge. ფაილის გადმოსაგზავნად შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ფაილგადამცემი სერვისი, მაგალითად,WeTransfer
● თითოეულ ფოტოს უნდა ჰქონდეს სათაური და მოკლე აღწერა (მაქს. 150 სიტყვა) — სად და როდისაა გადაღებული და რას ასახავს
● წარდგენილი ფოტო მასალა არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს (სავაჭრო ნიშანი, პირადი ცხოვრება, პუბლიკაციის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები)
● ფოტოზე არ უნდა იყოს დატანილი თარიღები, ტექსტი, ბრენდების სახელები, ლოგოები ან სავაჭრო ნიშნები
● გამოგზავნისას, მიუთითეთ სახელი, გვარი, ასაკი, კონტაქტი, ფოტოს სათაური და მოკლე აღწერა.
● წარდგენილ ფოტოებზე საავტორო უფლებები დაცული იქნება.
● ფოტოს გამოქვეყნებისას ყოველთვის მიეთითება ავტორის სახელი
● მონაწილეობა გულისხმობს თანხმობას, რომ EIEC-ს შეეძლება გამოიყენოს ფოტო საინფორმაციო მასალებში, პრეზენტაციებში, პუბლიკაციებსა და სოციალურ არხებზე
● ფორმატები: .jpeg .png
● ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის არა ნაკლებ 18 მეგაპიქსელისა და მაქსიმუმ 3 MB.
● მიიღება როგორც ფერადი, ისე შავთეთრი ნამუშევრები
● ფოტოზე არ უნდა იყოს დატანილი თარიღები, ტექსტი, ლოგოები, ბრენდების სახელები ან სავაჭრო ნიშნები
შეფასებას განახორციელებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც შედგება გარემოს დაცვის, ფოტოგრაფიისა და ვიზუალური კომუნიკაციის სპეციალისტებისგან.
პრიზები
● აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები
● გამარჯვებულები მიიღებენ
1) აიპადი
2) ქრომბუქი
3) ქრომბუქი
გამარჯვებულთა ნამუშევრები გამოქვეყნდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში
● განცხადებების მიღება დაიწყება 3 ნოემბერს,2025წელი
● განცხადებების მიღების ბოლო ვადაა23 ნოემბერი,2025წელი