ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ქარ
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ლექცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით

ლექცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 54-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. 

მოსწავლეებს ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებისა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა. 

ლექციის მსვლელობისას მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხი მათთვის სასურველ კითხვებზე. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ლექციებს, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

   

საჯარო განხილვები