ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სენტ-ეგზიუპერის სკოლის მოსწავლეებთან დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

სენტ-ეგზიუპერის სკოლის მოსწავლეებთან დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

თბილისში, სენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლაში, მოსწავლეებისთვის გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა დედამიწის დღესა და გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, კლიმატის ცვლილების გამოწვევებზე და იმ ყოველდღიურ ქმედებებზე, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია განახორციელოს გარემოზე ზრუნვისთვის. ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა  გარემოს დაცვის საერთო პასუხისმგებლობაზე.

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

საჯარო განხილვების არქივი