ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის! | „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო”

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის! | „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო”

კონკურსის გამოცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე:   ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო.

კონკურსი ხორციელდება პროექტის საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia ფარგლებში და მიზნად ისახავს  ტყის მდგრადი მართვისა და ტყის სექტორის შესახებ  მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IXXII კლასის მოსწავლეებს, საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, თიანეთი, თელავი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ყვარელი.

მონაწილეობის ფორმა:  ინდივიდუალურად ან ჯგუფურად  (მაქსიმალური 4 მოსწავლე)

საკონკურსო დავალება:
კონკურისის  ფარგლებში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა  წარმოადგინონ  კრეატიული პროექტისიდეა, რომელიც ეხება ტყის მდგრად მართვას, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევების გადაჭირის გზებს. 

პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:
თემის არჩევა და სახელწოდება 
 შესავალი
 მიზანი
 სამიზნე აუდიტორია
 სლოგანი 
 პოსტერი,  ვიდეო ან სოციალური ქსელის კამპანია
 მოკლე აღწერა, თუ როგორ შეიძლება კამპანიის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება

შეფასების კრიტერიუმები:
კრეატიულობა და ინოვაციურობა  30%
 გარემოზე გავლენა  25%
 განხორციელების შესაძლებლობა  25%
 პრეზენტაციის ხარისხი  20%

კონკურსიში გამოვლენილი იქნება გამარჯვებული ათეული და საუკეთესო სამეული. 


საუკეთესო ნამუშევარების ავტორებს , გადაეცემათ  სასაჩუქრე ვაუჩერები ! 
1
ადგილი:  1500
2
ადგილი: 1000
3
ადგილი:  800
ხოლო მე-4-დან, მე-10 ადგილის ჩათვლით გამარჯვებულებს გადაეცემათ 500 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერი. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა2025 წლის15 დეკემბერი.

 

პრეზენტაცია გამოაგზავნეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ელ-ფოსტაზე - info@eiec.gov.ge , PDF,  Power Point ფორმატით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

საჯარო განხილვების არქივი